გაბო და თინა
გაბოს და თინას ურთიერთობა ხან ჯუნგლების კანონს -"ძლიერი იმარჯვებს," ხან კი რუსთაველის აფორიზმს,- " ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია"-ს ემორჩილება. აი, ახლაც ეზოში მიწას ჩიჩქნიან.- ხვლიკი ყოფილა, კუდი დავინახე! - ყვირის თინა.
- ხვლიკი, ეს მაიმუნი ხვლიკი, ალბათ იქით წავიდა!- შფოთავს გაბო.
- შენ ჭკუას არ გაქვს, ძინავს, ტყუილად ვეძებთ?!- იმედს არ კარგავს თინა.
დიდი ხნის წვალების შემდეგ გადაწყვიტეს ვარდის ხე მოეჭრათ და ხვლიკი მოენახათ.მაკრატელი მოარბენინეს მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
- თვალები გაწითლებული გაქვს, ღირსი ხარ, მთელი დღე აიპედს ვერ აგაგლიჯეთ!- რატომღაც ხვლიკი გადაავიწყდა გაბოს. თინა გაბრაზებული მიექანება გაბოსკენ
-შენ თვითონ ხარ ღირსო! თამარა არ მაძლევს აიპედი, ეთო იცის!
- მე ძლიერი ვარ, სულ ძლიერი!
- მე შენზე ძლიერი ვარ!- ტოლს არ უდებს თინა.
- მე ბიჭი ვარ!
- მერე რა!- თინა გაბოსკენ გამოიწია. გაბომ ჩაარტყა. თინამ კივილი მორთო, და მეტი გამეტებით შეუტია გაბოს.
- არ მინდოდა,ბოდიში! შემთხვევით მომივიდა, ოღონდ მართლა!
-ტყუის! - წამოიყვირა თინამ, მაგრამ გაბოს ბოდიშმა მაინც დაამშვიდა.
მამაინც დაამშვიდა.
- გაბო, თინას ნუ ატირებ, ის ხომ გოგოა!-ჭკუას ვარიგებ გაბოს.
- თვითონ ხმას არ იღებს და რა მოხდა?!
- მე ყოჩაღი ვარ!- თავს იწონებს თინა.
No comments:
Post a Comment