გაბოს სიბრაზე
ბავშვები ეზოში თამაშობენ, წრიდან გაბო უნდა გავარდნილიყო, გაბომ ითხოვა ჩემი ხათრით ერთი სანსი (შანში) მომეცითო. მერე ისევ აირია მონასტერი, დასცხეს ერთმანეთს. თინას ღირსეულად უჭირავს თავი და ეს გაბოს მოსწონს.-ცუდო, მაბეზღარა ბავშვებო, ჩვენ პატარები ვართ, თქვე ღირსო!- ვუსმენ და მეცინება. გაბო ვერ მშვიდდება, ჩემთან მოდის.
-ბებო სტუმარს და პატარას ხომ უნდა დაუთმო, ხომ უნდა სცე პატივი?! ესენი არ მითმობენ მაბრაზებენ. ახლა წავალ და ხარივით ყველას დავეჯახები, თუ ბოდიშს არ მომიხდიან!-გაბო დავამშვიდე, შევარიგე და ისინიც გადარჩნენ ხარის რქებს.
წუხელ მაინც რთული ღამე გვქონდა, შეშინებულებმა ბაჭიები შინ შემოიყვანეს, კარები და ფანჯრები კარგად ჩაგვაკეტინეს, კვერნა ისევ არ შემოგვივარდესო. უკვე ერთს კი არა რამოდენიმე კვერნას ელოდებოდნენ, ის კვერნა სხვებსაც ხომ ეტყვის აქ რომ ბაჭიები გვყავს და ერთად მოვლენო. წუხელ გადავრჩით.
No comments:
Post a Comment