თვალები
ბავშვები სადილობენ, ერთი სული აქვთ მორჩნენ ჭამას და კომპიუტერს მიუსხდნენ. ეთომ მიმანიშნა მე დამსვიო, დავეთანხმე. ეს თამარს არ გამოჰპარვია და აღშფოთებით წამოიყვირა.- ბებოოო, მე ჩემი ორი თვალით დავინახე, თუ როგორ მიგანიშნა ეთომ თავისი თვალებით და შენ შენი თვალებით როგორ დაეთანხმე!
- მეც შევნიშნე თვალები!- კვერი დაუკრა გუჯიოკომ.