Monday, May 16, 2016

                                         გაბოს შემდეგი მედალი და თანრიგი

ეს დღეები ცუდად ვარ, გავცივდი, თუ ვირუსია ვერ ვხვდები. გაბო არ მშორდება, მეფერება, მამხნევებს, მკოცნის, ჩათვლემის საშუალებასაც არ მაძლევს
- ბებო, ძალიან მიყვარხარ, მალე გამოჯანმრთელდი, რამდენი გარდუსი გაქვს სიცხე და რომელი აბლეტი (ტაბლეტი) მოგიტანო, რომ კარგად გახდე?
- გაბო, თავი დამანებე, არ გადაგედოს, ვერც დავდივარ, ვკვდები!
- არა ბებო, შენ ისეთი კარგი ხარ ღმერთი 200 წელი გაცოცხლებს! ხომ ცოცხლობენ ბებო ამდენ ხანს? მგონი კაპისტანში (პაკისტანში) არის ერთი ქალი, ფეისბუკში ვნახე! - მერე ტურნირებზე მიდის არ მოწყინდეო მიბარებს. არც ვიცოდი რა ხდებოდა და აი გუშინ, წამოწოლილს გაბო დამადგა თავზე, მეამბორა და მედალი მანახა. მან ჭადრაკში ახლა მეორე ადგილი,მედალი და მეოთხე თანრიგი მოიპოვა.

- ბებო, მესამე ადგილი ხომ მოვიპოვე შარშან, ახლა მეორე, შემდეგ პირველ ადგილზე გავალ! - შემპირდა გაბო და ჩამკოცნა. გულზე მალამოდ მომედო გაბოს საჩუქარი. "ეს ბავშვი ავადმყოფობის უფლებასაც არ მაძლევს, ეტყობა უფალმა მომივლინათქო"- გავიფიქრე, ჩავიხუტე და წარმოიდგინეთ დღეს ბევრად უკეთა ვარ!