Friday, July 3, 2015

                         ეზოში

ბავშვები ეზოში თამაშობენ, ზოგი ფეხშიშველა, ზოგს ზამთრის ფეხსაცმელი აცვია.
- თამარ ჩაიცვი ფეხზე!- ეუბნება დედამისი
- მაცალე ჩავიცმევ!- პასუხობს თამარი და თამაშს აგრძელებს
- როდის ჩაიცმევ , მომავალ ცხოვრებაში?
- კი, სამოთხეში!- არ დაიბნა თამარი.
- დე შენ რა გვარი ხარ?- დაინტერესდა თინა
- გულედანი!- პასუხობს ღიმილით დედამისი
- მამა რომ სურგულაძეა, შენ რატომ არ ხარ სურგულაძე, რა ღმერთმა მოგწერა?
- ბებო მე რომ ათი წლის ვიქნები, ეთო რამდენის იქნება?- დაინტერესდა გაბო
- თექვსმეტის! - უპასუხა გუჯამ
- თექვსმეტი წლის ეთო უკვე დედა გახდებოდა? - დაასკვნა გაბომ
- ბებო, დებილია ეს ბავშვი!- არ მოეწონა თინას გაბოს დასკვნა.
- გადამრევენ ესენი! - ბრაზობს ეთო





                    საუბარი კაკლის ძირში  

- თინა შენ ვინ უნდა გამოხვიდე?- დაინტერესდა თინას მომავალი პროფესიით გაბო
- კბილი უნდა ამოვიღო, ბევრი ფული მექნება!- ამაყად გასცა პასუხი მომავალმა სტომატოლოგმა
-შენ?- კითხვა შეუბრუნა თინამ
- მე კოსმონავტი და ექსპერტის გამკეთებელი!- უპასუხა გაბომ
- ნეტა რა ექსპერტი უნდა გააკეთოს!- გაეცინა თამარს
- ან ფულს ვინ გადაუხდის? - დაამატა გუჯამ
- ბებო, დებილია ეს ბავშვი, რა არის ექსპერტი?- მეკითხება სიტყვა ექსპერტის არმცოდნე თინა
- კოსმოსს შეისწავლის!- აუხსნა გუჯამ
- კოსმოსიდან ამბებს მოგვიტანს!- დაიჭყანა თამარი
- ბებო რა უნდათ ამათ, მაბრაზებენ!- შემომჩივლა გაბომ
- არა უშავს გაბო, დაწყნარდი, როცა იმუშავებ მიხვდებიან რა არის ექსპერტი!- დავამშვიდე ღიმილით.
- მე მგონი  არ ვიქნები მილიონერი!-წარმოთქვა სინანულით გაბომ


                       კაკლის ძირში

ბავშვები კაკლის ძირში ტრაპეზობენ, ზოგი რას სუსნაობს ზოგი რას.
- მატა დRეს მოვა?- იკითხა გუჯამ
- გუშინ ხომ იყო, დღეს რატომ უნდა ამოვიდეს? - ''გაუიასნა" საზოგადოებას ეთომ
- არ გეყოთ რაც მოიტანა მატამ?- ბრაზით გადაავლო თვალი მოტრაპეზეებს თამარმა.
- არ გვეყო!- გამოაჯავრა თინამ!- ბავშვებს ყოველდღე სურთ ამოვიდეს თოვლის ბაბუ და ათასნაირი სათამაშო-- სასუსნავებით გაანებივროს.
- რა, გაქვს მაგ თავში, რას ფიქრობ!- მიმართა თამარმა ჩაფიქრებულ გუჯას
-ჩემი თავი ძვირადღირებულია!- თავი მოიწონა გუჯამ.
- რატომ, ტვინის მაგივრად თავი ჰაერით რომ გაქვს გამოტენილი იმიტომ არის ძვირადღირებული? -მიაჭედა თამარმა
თინა და გაბო ახარხარდნენ
  -გატაშითია (გასათიში) შენი თავი!- წამოიძახა სარკაზმით გაბომ, შემდეგ თინას მიუბრუნდა
- თინა პური ჭამე!
- შენ თვითონ ჭამე თუ გინდა!- გაკაპასდა თინა
-ყველაფერში რომ მე მბანძავ, პურის ჭამაში ვერ მომბანძავ!- გამოაჯავრა გაბომ
- დებილო, არ გბანძავ, წადი დაიძინე!
- უკვე წამოძინებული ვარ, ახლა შენ დაიძინე!- დაუყვავა გაბომ.





                                  სეზონი გაიხსნა

  აი ისევ წყნეთში ვართ, მატას გადაწყვეტილებით, მეტი ყურადღება აკადემიურ მხარეს რომ დაეთმოს ( რუსულის მასწავლებელი გვყავს სახლში, რათა ენას დაეუფლონ) ერთი აიპედი გვაქვს წელს და უსაშველო რიგის გამო ფაქტიურად არც მიწევს ჯდომა, თან მოუცლელობის გამო უამრავი მარგალიტები მეკარგება. ახლა კი ინტერნეტ კაფეში ვზივარ და...
 – გაბო პროტესტს აცხადებს
– თინა უნდა გაგავაჩვიოთ აიპოდს, თორემ თვალები უკვე ვარდისფერი აქვს, ახლა მგონი ცოტა დაუცხრა!– თინა გაგულისებული იყურება სარკეში
– სად მაქვს დებილო ვარდისფერი თვალები, თვითონ გაქვს ვაჟბატონო,  შენც ჩაიხედე სარკეში!
–ქალბატონო შენ ხარ თუ კარგია თუ კარგია!– ლამის ატირდა გაბო
– ვაჟბატონო სულაც არ არის ცუდი სიტყვა შე დებილო, შედი ახლა ოთახში და იტირე რამდენიც გინდა! – მიახალა თინამ გამარჯვებული იერით.