სამარგალო გვალო შხვა რე!
არა, ვერ გავჩუმდები! ამ დღეებში გული მატკინა ვიღაც ტვინაღრძობ იურა ღვინჯილიას ნაბოდვარის გამომზეურებამ. ნუ იზიარებთ, ნუ აპიარებთ ამ კაცის სულელურ გამოხდომებს! პარადოქსია ხომ! ერთი ღვინჯილია (ლევანი) ქართული ენის სიწმინდისთვის იბრძვის, მეორე ღვინჯილია მეგრული ენისთვის "იღვწის."ღვინჯილიას სეპარატიზმზე მეტად შეუგნებელი არამეგრელების კომენტარებმა მატკინა გული, აი ისინიც: " აქ მერე მათ ვინ გააჯეჯილებს!" "მეგრელები ქართულად არ ლაპარაკობენ!" და ა. შ. მერწმუნეთ, ასეთი კომენტარების დამწერნი სწორედ იურა ღვინჯილიას წისქვილზე ასხამენ წყალს. წავიკითხე ერთი მეგრული გვარის მამაკაცის სარკაზმით, გულისტკივილით ამოხეთქილი კომენტარი: " აქ კომენტარებს რომ ვკითხულობ ავტონომია კი არა დამოუკიდებლობა მომინდაო!" და როგორ შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ სამეგრელო, რომელიც დასაბამიდან ქართულად წერს და ლაპარაკობს, წირვა-ლოცვა ქართულად აღესრულება, ის განუდგება ქართულს?! ერთი იურა კი არა ათასი იურა ვერ შეძლებს მაგას. სვანური და ქართული უძველესი პროქართული ენებია და მათ გაფრთხილება უნდა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ქართულიც არა ნაკლებ მისახედია, თორემ ორმოცდაათი წლის შემდეგ ახლანდელი მიცვალებული რომ ააყენოთ, მერწმუნეთ ქართულს ვერ გაიგებს. და არც ამ საქმეშია საკმარისი ასი ლევან ღვინჯილიაც. სხვაზე რა ვთქვა ჩემს ლექსიკაშიც დამკვიდრდა,"თინეიჯერი", "ქასტინგი", "მარკეტი," "შოპინგი" და ა.შ. და როდესაც ადამიანი ზემგრძნობიერია თავისი კუთხისადმი და სხვა კუთხეებთან შედარებით პრივილეგირებული ჰგონია თავისი თავი, იქ მთავრდება ჩემი ურთიერთობა მასთან და ამიტომ მე ისინი მეგობრებიდან, ბოდიში "ფრენდებიდან" ამოვშალე!
P.S.
გემს მივხედოთ გემს, თორემ თუ ჩაძირვა დავიწყეთ, პატრიოტი და არაპატრიოტი ღვინჯილიაც ჩაიძირება ჩვენთან ერთად.
დარწმუნებული ვარ საქართველოში ახალგაზრდების 80% არ ეცოდინება ვინ იყო ის ექიმი ჟორდანია, ვინც თავის სიცოცხლის ფასად ბავშვი გადაარჩინა თვითმფრინავის კატასტროფისას, აფსუს, სად იყო მაშინ იურა ღვინჯილია? გვერდით რომ ჰყოლოდა, ხომ ჩასჩურჩულებდა, რას შვები, ბიჭო, დაგავიწყდა მეგრელი რომ ხარო?! და არ დაიღუპებოდა ის ცნობილი ექიმი, არ გადაარჩენდა სხვისტომ ბავშვს. რა ვიცი სხვა ქვეყნებში ცხოველებს უდგამენ ძეგლებს, ჩვენ რა უბედურება გვჭირს!