გაბო თოვლის ბაბუზე და სიზმარი
ბავშვებს პირველი წლები ნამდვილი თოვლის ბაბუა დასდიოდათ სახლში და თან დიდი ხურჯინით საჩუქრები მოჰქონდა, იყო ერთი ჟივილ-ხივილი, მხიარულება, ცეკვა-თამაში. პატარები გაფაციცებით აკვირდებოდნენ, მართლა ნამდვილი თოვლის ბაბუ იყო თუ არა. ეთო რა თქმა უნდა ხვდებოდა, რომ ეს გამოძახებით იყო, გუჯი წასვლისას დადარაჯებია თოვლის ბაბუს და ტაქსით რატომ წავიდა, მარხილი სად არის, ეტყობა არ არის ნამდვილი, თან წვერებს წარამარა ისწორებდა, გვატყუებთო? დაგვაყარა კითხვები. ყველაფრის ავტორმა, მატამ გადაწყვიტა, შემდეგში თოვლის ბაბუ კი არ მოსულიყო, არამედ საჩუქრები გამოეგზავნა და ბავშვებს ნაძვის ხის ძირში ეპოვათ ხურჯინი. ერთ საღამოს მე და გაბო ძილის წინ ვსაუბრობთ, გაბო მეუბნება
-ბებო, ახალ წელს მატას და თოვლის ბაბუს ლეგო უნდა ვთხოვო, არაუშავს თუ მატამ ვერ მომიტანა, დაიღალა მატა, თოვლის ბაბუმ მომიტანოს!
- გაბო, რით დაიღალა მატა?- ვეკითხები მე, გაბო პასუხს არ მაძლევს და ეშმაკურად ეღიმება. ვხედავ, რომ გაბოც მიხვედრილა ყველაფერს და თან მატაც რომ ებრალება! მაგარი კაცია გაბო!
-კარგი გაბო დაიძინე!
- ვერ ვიძინებ, სულ თვალები მაქვს გახილული, კედლიდან, ძაღლები, კატები, ლომები მოდიოდნენ და სულ აქ ვიხედებოდი. ცოტა ხანში რაღაც გრუხუნი გაისმა, გაბომ თავი წამოჰყო
-ოჰ, რა კარგად მეძინა, გამაღვიძეთ, კარგი არა უშავს! ისეთი სიზმარი იყო, რომ არ გახსოვს და არც გეშინია, ყველა ჩემთან მოდიოდა, თოვლის ბაბუც იყო.