Saturday, July 29, 2017

                                .


                                            დედა-შვილობა

მახსოვს ის პერიოდი,მობილურებით რომ "ბლატაობდა" დიდი თუ პატარა, ქუჩაში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ისიც კარგად მახსოვს ქუჩაში მიმავალს ყველა კუთხე-კუნჭულში ჩემი მამაო, ჩემი მოძღვარი, მას უნდა ვკითხოვო, რომ მესმოდა, ანუ მოძღვრის ყოლაც მოდაში იყო, საბლატაო. ძვირადღირებული მანქანები, სამოსი ბრენდები....... და ვინ ჩამოთვლის, სასწაული ხალხი ვართ, თითქოს გვიჭირს და ამ დროს რესტორნები, კაზინოები გადავსებულია, უკვე ოჯახში ოთხი - ხუთი თუ არა სამი მანქანის ყოლა არავის უკვირს. ჰაერი არ არის, ქუჩაში მოძრაობა ჭირს, სახლებთან ბავშვები ვერ თამაშობენ მანქანების სიხშირის გამო, მაგრამ მერე რა? მთავარია ბომონდი კარგად გრძნობდეს თავს. ჰო, ბომონდზე გამახსენდა, იმდენი ვარსკვლავი, რამდენიც საქართველოშია, მგონი ცაზე არ არის. ვარსკვლავი რომ გერქვას რაღაც მაინც ხომ უნდა გქონდეს გაკეთებული? ფული თქვით თორემ რა უნდა დღეს ვარსკვლავად გადაქცევას?! გადაიხდიან ფულს, ჩაწერენ ერთ-ორ სიმღერას, ვინ დაგიდევს მელოდიას სმენას, ხმას, უსმინე წლები მერე ბაზრობებზე, ტრანსპორტში, ქუჩაში, კაფეებში. გაჰყვირიან ვარსკვლავური წყვილიო, სჯერათ მავანთ,რომ მართლა ქვეყნიერებას დაჰნათიან და მერე ამბიცია უჩნდება საკუთარი შოუ აწარმოონ, დასცინონ, ან დაგვმოძღვრონ ეკრანიდან. ადრე თუ მეჩვენებოდა ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ქარვასლაათქო, ახლა ჩვენი ყოფა ერთ დიდ შოუდ იქცა. დღევანდელი ყოფა გადარჩენას წააგავს, ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგი სხვისი გადაშენებისთვის.
და მთავარი, რისი თქმაც მინდოდა. დღეს ბაშვების უმრავლესობას დედა არა ჰყავს, ფემინისტი ქალები ძიძებს აზრდევინებენ შვილებს. ანუ ახლა ძიძაა მოდაში. დედა, შვილს მგონი მხოლოდ მძინარეს ხედავს. დედაშვილობის საიდუმლო არაერთი ხელოვანის შთაგონების წყაროდ ქცეულა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მხატვრები დედა-შვილს უმეტესად ძუძუთი კვების დროს გამოსახავდნენ. თანამედროვე გამოკვლევების თანახმად, ძუძუთი კვება, გარდა იმისა, რომ ჩვილს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და ანტისხეულებით ამარაგებს, მისი ფსიქოემოციური, პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა. ამ დროს გაღებული სითბო და სიყვარული დედას და მასთან ერთად მთელ საზოგადოებას თურმე ბუმერანგივით უბრუნდება უკან. ბავშვები იზრდებიან და მშობლების ქცევებს აკვირდებიან, სწავლობენ და იმეორებენ. ეს პროცესი გაუცნობიერებლად და სრულიად ავტომატურად მიმდინარეობს. მისი გამორთვა შეუძლებელია, ის გულისცემასავით ბუნებრივია.“რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”-ამას ჯერ ვერავინ გაქცევია. და სად არის მშობლები რომ დააკვირდეს ბავშვი მათ ქცევებს? შვილების აღზრდა ადვილი არ არის.
"მშობლებო და აღმზრდელებო! მთელი მზრუნველობით წინ აღუდეგით ბავშვების კაპრიზებს თქვენს მიმართ; თუ არა, ისინი მალე დაივიწყებენ თქვენს სიყვარულს, გულს სიძულვილით აივსებენ." - გვეუბნებიან წმინდა წერილები. და ღევანდელი დედა, რომელიც დღეღამის განმავლობაში რაღაც 5 - 10 წუთსაც არ უთმობს შვილს, ის ვერც იქნება მომთხოვნი შვილის კაპრიზებისადმი, ის არ არის ავტორიტეტი, ამ შემთხვევაში მოვალეობა კაპრიზების ასრულებას ვერ სცდება. რა ქნას ბავშვმა? მანიპულირებს ამით და დაუსრულებლად ითხოვს რაღაცას , რათა ასე მაინც მიიქციოს მათი ყურადღება. მახსოვს ადრე ამბობდნენ "ვასმოი პოლკში" ყველანი უგულოები არიან, უდედოდ, ბავშვთა სახლში გაზრდილებიო. "ვასმოი პოლკის" უგულო შვილებს რომ მიიღებთ მერე გვიან იქნება თითზე კბენანი. ჩვენი თაობაც ვმუშაობდით, მაგრამ შვილებს სითბოს არ ვაკლებდით. როგორ ვზრდიდით ჩვენ, არაფემინისტი ქალები? კი ბატონო, განათლებული ხარ, მუშაობ, მაგრამ სამი-ოთხი საათი ხომ უნდა დაუთმო შვილს. ზოგიერთს ბავშვის აღზრდა კარგი ბრენდებით შემოსვა და ფოჩიანი კამფეტების მიყრა ჰგონია. არა და არა, მერწმუნეთ, ის ბავშვები უფრო ბედნიერები არიან ვინც ხელმოკლე ოჯახში იზრდებიან, მათ ყველაზე მთავარი და ღირებული, დედ-მამის სითბო არ აკლიათ და ისინი "ვასმოი პოლკისთვის" არ გამოდგებიან. ახლა ღამეც არ სცალიათ დღევანდელ დედებს, რა ქნან ღამით იწყება თბილისში ცხოვრება. ახლახან ერთ ახლობელთან ასეთ სურათს შევესწარი: დედა მოვიდა გვიან, საჭმელს მიუჯდა, წლინახევრის ბავშვი ტირის, დედისკენ იწევა, დედა ჭამს თან მობილურს ჩაჰკირკიტებს. დედამისი, ბებია, რომელიც მთელი დღე უვლის ბავშვს, ეხვეწება, შვილო მიხედე , ცოდოა მთელი დღე უშენოდ, ცოტა მოიცალეო. შენც არ მომიკვდე.
მიდით ფემინისტო ქალებო, იგრიალეთ, იცხოვრეთ, მაგრამ გახსოვდეთ, ცხოვრება თქვენს შვილებსაც უნდათ!
P.S.
დიდი ხანია ვაკვირდები ბავშვებს, რომელთაც მშობლების დეფიციტი აქვთ. ჩეხედეთ ხანდახან შვილებს თვალებში, ოღონდ იმის მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ თქვენი სახის ანარეკლს დაინახავთ, მანდ მხოლოდ შიში, სევდა და გაოცებაა
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
კომენტარი
13 კომენტარი
კომენტარები
Tata Jashi ეხ ქალბატონო თამარ' მაგეთ ქალებს პერო გარჭობილს ვუძახი მე.მაგრამ პეროზე აწყრბილი რეპუტაცია დაემსხვრევათ
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
1
21 ივლისი, 0:08-ზე
Manage
Tamar Fularia კი, დამლაგებელი, სადილის გამკეთებელი, ძიძა, სალონებში სიარული, მასაჟები, ათასნაირი დროის გასაყვან-გასართობები, ხელს არ ანძრევენ, ლამისაა სახლში მექისეც მოიყვანონ, რომ ტანის დაბანისასაც არ შეწუხდნენ. მოკლედ .....ამას მარაზმი ჰქვია, ან იქნებ ფემინიზმია?!
Manage
Tata Jashi გეთანხმებით ქალბატონო თამარ.რასაც ამბობთ სრული ჭეშმარიტებაა.თქვენი სტატუსებიც გამსჭვალულია სიმართლით.მარაზმიც და ფემინიზმიც მიესადაგება მაგ კატეგორიას
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი21 ივლისი, 14:33-ზე
Manage
Marina Pirveli არა ეგ არც ფემინიზმია და არც არაფერი იმის მსგავსი,რასავ ცხოვრება და მიზანი ჰქვია.მე ფემინისტებს არც ვემხრობი და არც ვითანაგრძნობ,მაგრამ მათ რაღაც მიზანი აქვთ,რაღაც იდეალი(თუნდაც მრუდე,არასწორი).ასეთ დედებს(და მამებსაც.შვილი ხომ მხოლოდ დედის არაა)არავითარი მიზანი არ აქვთ ცხოვრებაში.ისინი ქვეცნობიერად ცხოვრობენ.გასართობად.სამსახურიც და ფულიც გასართობადდა დროის მოსაკლავად სჭირდებათ.
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
2
21 ივლისი, 23:17-ზე
Manage
Tamar Fularia სრული ჭეშმარიტებაა მარი, შვილი ხომ ცხოვრების გვირგვინია, თუ შვილი არ გაინტერესებს მაშ რა არის ასეთი ცხოვრება?!
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
2
21 ივლისი, 23:31-ზე
Manage
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
1
21 ივლისი, 1:01-ზე
Manage
ლალი მამუკაშვილი tamari chemo sayvarelo, ra lamazad wer, gemrielad vityodi, da neta yvelas ase shestkiodes guli momaval taobaze, mashin samotxeshi icxovrebdnen chveni shvilebi, es aris dgevandeli samwuxaro realoba chemo dzvirfaso, 
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
1
21 ივლისი, 8:54-ზე
Manage
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი21 ივლისი, 10:36-ზე
Manage
Diana Matiashvili abdoluturad viziareb tkvens patoss!
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
1
21 ივლისი, 10:39-ზე
Manage
Marina Jaxaia 😍😘😘
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი21 ივლისი, 17:21-ზე
Manage
მირანდა ხვითარია ეხ, ჩემო თამარ,თამარ...მე შენი გულის ტკივილი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ, ხომ გაგიგია,......ქარავანი მაინც მიდისო... ჰოდა,ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიყეფოთ ,ვის ესმის ჩვენი...
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
1
21 ივლისი, 18:59-ზე
Manage
Nino Shubladze ეს არის სამწუხარო რეალობა..ძალიან სამწუხარო......იცი რა მიკვირს..ყველა რო მესიჯს გზავნის და პასუხის მოლოდინშია.. დავიჯერო საქმიანი მიმოწერა აქვთ..?!?..უფრო უსაქმურები და ფუქსავატები არიან მგონი....
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
1
21 ივლისი, 23:14-ზე
Manage
Tamar Fularia ჰო, ნანა, თითქოს გელაპარაკებიან და ამ დროს შენთან არ არიან ტელეფონში აქვთ თავი ჩარგული. თინეიჯერები კიდევ ჰო, მაგრამ ამ ზრდასრულ ადამიანებს რა უბედურება სჭირთ?
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი21 ივლისი, 23:33-ზე
Manage
Zaza Beburia getanxmebit tamro deida.
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი22 ივლისი, 0:43-ზე
Manage
Tamar Fularia MARINA PIRVELIS - კომენტარი 

იცი რა მგონია?..აქ მობილური და სმს არაა მთავარი.აქ პრიორიტეტებია მთავარი
.რომელია ადამიანისთვის მნიშვნელოვანი.თორემ მშვენივრად შეიძლება იმესიჯო კიდეც,ფიტნესშიც იარო,იმუშავო,მეგობრებისთვისაც გამონახო ზოგჯერ დრო და შვილებსაც დაუთმო თუნდაც მცირე ყურადღება.მითუმეტეს,თუ საჭმლის კეთება,ბაზარში სიარული არ გიწევს და სახლის ლაგებაში ვინმე გეხმარება.მთავარია,რაა არის შენთვის შვილი.შენი დედობა(მამობაც) შენი ბედნიერებაა,თუ სასჯელი.შეიძლება დატვირთული გრაფიკის გამო მართლაც ვერ იყო შვილებთან დღ%ე კი არა,ღამეც, გარკვეული დროის განმავლობაში,მაგრამ თუ ეს იძულებაა,გაწუხებს,გტანჯავს,ბავშვი ამას გრძნობს და ცდილობს პირიქით მხარი დაგიჭიროს.ის ბედნიერია,რადგან ამ დროს ის და შენ ერთად ხართ ამ დისკომფორტში.ერთი გუნდი ხართ.სწორედ ეს ერთობაა მისთვის მთავარი
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
1
23 ივლისი, 8:28-ზეჩასწორებულია
Manage
Tamar Fularia MARINA PIRVELIS- კომენტარი 

ეს ერთობა აბედნიერებს.და თუნდაც ერთი საათით მასთან ყოფნა,მისთვის თვალებშ
ი ყურება და საუბარი ყველა პრობლემას აგვარებსმაგრამ როდესაც შვილი ფსიქოლოგიურ ტვირთად გაწევს(მხოლოდ ფსიქოლოგიური,თორემ შვილი ისეთი საყვარელია,ინვალიდი შვილების მშობლებიც კი არ გეტყვიან რომ მათ ფიზიკური ტვირთი აწევთ),გაურბიხარ,სულ რაღაცას იმიზეზებ,სამსახურისგან თავისუფალ დროს ტრაკში(მაპატიეთ) პეროგაყრილ დაქალებთან და ძმაკაცებთან ყოფნა გიჯობს,ყველაფერი გიჯობს შვილთან თუნდაც ერთი საათით ყოფნას,ბავშვი ამასაც გრძნობს.ის ხვდება რომ ტვირთია შენთვის და ის უბედურია.სულ რომ თავზე დააყარო მთელი ქვეყნის ქონება,ის მაინც უბედურია.და...მთავარი...რატომ არის იცით მართლა უბედური.ის ხვდება,რომ მისი დედაც უბედურია ასეთი ცხოვრებით.ის ოღონდ ერთობაში იყოს დედასთან და მზადაა უბედურებაშიც მასთან ერთად წარმოიდგინოს თავი.ის პატარაა და მას არ შეუძლია დედასავით სადღაც ეძებოს თავის არშემდგარი ქალობის(თუ კაცობის) გულის გადასაყოლებელი ადგილები.უბრალოდ უბედურია!!!და ამ უბედურებითაც კმაყოფილია,იმიტომ რომ ერთობაშია თავის უძვირფასეს ადამიანთან.ის მართალია თავის გრძნობებში,იმიტომ რომ ბავშვია და სუფთაა.არ აქვს იმდენი ცხოვრებისეული გამოცდილება რომ ითამაშოს.აგრესია თავისთავად აქვთ ასეთ ბავშვებს.ზოგი ბავშვობაშივე ავლენს(რათქმა უნდა სხვა ადამიანების მიმართ სხვადასხვა ფორმით.დედას ვერ გაიმეტებს ჯერ-ჯერობით),შეიძლება ჩაფსმა(ენურეზი) გაუგრძელდეს,ან ტყუილებში დახელოვნდეს,ან სულაც მოპარვა დაიწყოს(ეს არაა ქურდობა),ან ავად გახდეს.ყველა შემთხვევაში არაცნობიერად ცდილობს მშობელი მიიყვანოს თავისთან,მიიქციოს მისი ყურადღება.ზოგი კი მოზრდილობაში ავლენს აგრესიას და დიდი ალბათობით მშობლების მიმართ.ყოველი დღე შვილის გარეშე დაკარგული ცხოვრების ნაწილია არა მარტო დედისთვის,შვილისთვისაც.საკუთარ ცხოვრებას რაც გინდათ ის უქენით მშობლებო,მაგრამ შვილის ცხოვრებას ნუ ასახიჩრებთ.გააჩინეთ?..-კეთილი ინებეთ და შეიყვარეთ.დიახ,შეიყვარეთ!!!ასე ცხოვრების მიზეზი სიყვარულის დეფიციტია.თუ ასე არაა,მაშინ გამოხატეთ ეს სიყვარული.სად გაქვთ მიჩქმალული.ხანდახან ჩაკიდეთ ხელები ხელებში,დაჯექით,თვალებში ჩახედეთ და უთხარით როგორ გიყვართ,მოუხადეთ ბოდიში,თუ რაიმეს ისე ვერ აკეთებთ მისთვის,გაუმხილეთ თქვენი სატკივარი ბავშვურ ენაზე და მოისმინეთ მისი.ნუ იქნებით ყალბი და ნუ აჩვენებთ თავს მეტისმეტად ჭკვიან,მ,აღალ მატერიებზე ფიქრით გადაღლილ არსებად.ის მშვენივრად ხვდება რომ მწვანე კიტრი არ ხართ.რომ თამაშობთ,რომ გულწრფელობა გაკლიათ.სადაც გინდათ,ვისთანაც გინდათ ითამაშეთ,ოღონდ არა ბავშვებთან.მათ სიყვარულით სავსე გულს და თვალს არაფერი გამოეპარება.მათ ისეთი უყვარხართ ,როგორიც ხართ და არა-მწვანე კიტრი.არ მინდოდა ამ თემაზე მეწერა.ეს ჩემთვის დიდი ტკივილია.დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამაზე და სულ მეტირება.მაპტიეთ გულახდილობა.უფალს ვთხოვ შეგვინდოს, თუ ისე ვერ მოვიქეცით შვილებთან,როგორც სწორია.მათ სულ ვთხოვ პატიებას.ღმერთი პატარა ანგელოზს გვჩუქნის,გვიწვენს ხელებში სიყვარულისთვის.მათგან კი ისევ ანგელოზს დავტოვებთ,თუ ეშმაკს გავზრდით,ეს უკვე ჩვენზეა.დაგლოცოთ ღმერთმა,დაგილოცოთ ღვთისმშობელმა
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
2
23 ივლისი, 8:28-ზეჩასწორებულია
Manage
Tamar Fularia მარი, საოცარი გოგო ხარ, ჭკვიანი, ამიტომაც მიყვარხარ უზომოდ. ღირსეულად , სასახელოდ გაზარდე სამივე შვილი, თან მუშაობდი საოცარ მძიმე რეჟიმში, მაგრამ შვილებისთვის სითბო ყურადღება არასოდეს დაგიკლია 
მომწონსიხილეთ მეტი რეაქცია
პასუხი
1
22 ივლისი, 1:14-ზეჩასწორებულია
Man