თინა
თინა სათამაშო თაგვით დამსდევს, გავრბივარ, არ მეშვება.-თინ, გაწიე, ვერ ვიტან!
- არ გიყვარს?!
- არა, თინა მეშინია და მეზიზღება!- მაინც არ მეშვება, ცხვირწინ მიტრიალებს საძაგელ თაგვს.
- კატა რო უყვარს, ის წრუწუნაც არ გიყვარს?!
- არაააა, გაწიე!- გაოგნებული მიყურებს.
- არც ერთი არ გიყვარს? კარგია წრუწუნა! - შემდეგ გარეთ გაიხედა.
- ეხლა ამეების შემოსევას დაგვიწყებენ, "ლამაზი ბზიკი" დაუძახე, რომ არ გიკბინონ !- გასძახა გაბოს.
გაბო
დილით გაბუკა მეძახის, ამაყენეო. მივდივარ, ლოგინთან ჩამომჯდარი ვეფერები.