ტარზანი თუ მაუგლი
ბავშვები ეზოში ზიან. გუჯა და გაბო წელსზემოთ შიშვლები არიან. გაბო თავს იწონებს ტარზანი ვარო! გუჯა კუნთებს ისინჯავს და გაბოს უსწორებს- ტარზანი მე ვარ, შენ მაუგლი ხარ!
- მე ვარ ტარზანი! - ბრაზობს გაბო.
- მაგარი ტარზანი და მაუგლი ხართ, თმაც კი არა გაქვთ მოშვებული!- ეცინება თამარს.
- თმა ქალაქში რომ ჩამოვედით შევიჭერით!- თავს იცავს გუჯა.
- შენ გაჩუმდი! მაგარი ტარზანი ხარ! კიბიდან ჩამოხტი და ფეხი იტკინე, რეკორდს ვამყარებო, ხომ მიიღე კარგი რეკორდი! იჯექი ახლა ორი კვირა გაუნძრევლად! ტარზანი! მოუნდა ტარზანობა! - ხმა გააკმენდინა თამარმა გუჯას.