რა შეიძლება მოხდეს, როცა თვალები არ გაქვს გახელილი
ამ დღეებში ახლობლის ავადმყოფობის გამო ბევრჯერ მომიწია სირბილმა ხან ავერსის კლინიკაში, ხან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორივეგან შესასვლელში ზღაპრებში რომ აგებენ ხოლმე ხაფანგებს ისეთი კბილანებია გადებული მანქანებმა რომ არ გაიარონ.პირველ ჯერზე რომ წამოვედე და დავეცი, თუ გადარჩენა ერქვა გადავრჩი, აი მეორე ჯერზე კი... ამკრიბეს და ახლა ერთვიანი პარალიზებული თაბაშირიანი ხელებით დავსაჩუქრდი, არადა ხელები როგორ მჭირდება! როცა ვიკითხე ჩემს გარდა ვინმე დაცემულათქო?! (ვიფიქრე უყურადღებო, ჩაფიქრებული, ჩქარი სიარული ვიცი და გამონაკლისი ვარ ალბათთქო) ძალიან ბევრი, თანამშრომლებიც ხშირად ეცემიან, ამდღეებში ერთმა თანამშრომელმა თავიც გაიტეხაო ,მიპასუხეს ( კიდევ კარგი თავი არ გავიტეხე!). როცა ადგილზე მივედი თაბაშირიანს თავი რომ შემებრალებინა, ან შლაგბაუმი გააკეთეთ, ან ხომ ზიხართ, რაღად გინდათ ეს ხაფანგი, ცოდვაა ხალხი თქო, მითუმეტეს აქ დალხენილი არავინ დადის და განერვიულებული, სიჩქარის გამო შეიძლება ჩემსავით ბევრს დაემართოსთქო. იცით რა მიპასუხეს?! თვალები კარგად გაახილეთო. ვისაც მაგ ტერიტორიაზე მოგიწევთ გავლა, გირჩევთ, თვალები ფართოდ გაახილოთ, მერე რა რომ იქვე აღმოგიჩენენ სასწრაფო დახმარებას, თანაგიგრძნობენ კიდეც, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით! არავინ დაგაფინანსებთ, შრომისუნარიანობას დაკარგავთ რამოდენიმე თვით და მერწმუნეთ ხელებიც დაგჭირდებათ და თავი მითუმეტეს! 01.04.2014
