ზვიგენები თინა და გაბო თამაშობენ, კიბეებზე ხოხვით ამოდიან.
გაბო: "თინა ვითომ წყალია, გავცუროთ!"თინა: " მე ყოჩაღი ვარ, არ დავიხრჩვე!"- უცებ თინამ წამოიყვირა
- ზვიგენები, არ გვიკბინონ! - სასწრაფოდ ამოცვივდნენ წლიდან. გაბოს რაღაც არ მოეწონა,ბურდღუნით ეუბნება თინას
- ყველაფერს პირში რომ იდებ! - და ჩააფარა თინას. თინამაც კარგად დაუბრუნა ხურდა. არ ვერევი, ვხალისობ.
- ადამიანებს არ უნდა გააბრაზო, მეზობლები, პატარები არ უნდა ცემო! - ამუნათებს თინა გაბოს. გაბო კიბეს ჩამოეკიდა, თინამაც გაიმეორა.
- ყველაფერში მე ნუ ბანძავ (მბაძავ)! - საყვედურით მიმართა გაბომ. თინა ურადღებას არ აქცევს. უცებ თვითმფრინავის ხმა გაისმა, თინა უყურებს ზეცას და აღფრთოვანებული ამბობს
- რომ გავიზრდები ჩემს დაბადების დღეზე თვითმფრინავში ჩავჯდები,გავფრინდები, თქვენ არ ჩაგსვამთ!- .გაბოს დაწყდა გული, რომ თვითმფრინავში არ სვამენ და გაბრაზებული გარბის.
- დამელოდე ძმავ! დაადევნა სიტყვა თინამ.
No comments:
Post a Comment