მე და გაბო
შინ მე და გაბო ვართ, გაბუკა საუზმობს. მეზობლის მარი ეძახის გარეთ გამოდიო.- აუ, ყოველთვის ისეთ დროს მეძახის, ან ვჭამ ან ვთამაშობ! ბებო გავალ ნახევარი წუთი!
-არა, გაბო, ექიმთან მივდივარ, უნდა წამომყვე!
- აუუუ, არ მინდა ექიმი!
შენ არა, მე მჭირდება!
- ბებო, მე დიდი ვარ, მარტო დავრჩები სახლში!
- არა, მარტო ვერ დაგტოვებ!
- ბებო მუცელი მტკივა!
- ეგ იმიტომ რომ ცუდ რამეებს ჭამ!
- რა, სოუზი, კატლეტი ცუდია?! ცუდ რამეებს ჭამო რატომ მეუბნები?
- მე მხედველობაში მაქვს ჩიფსი, კუბეტი....
გავრბივართ პოლიკლინიკაში, ჩაწერილი ვარ და მეჩქარება. ერთი გაჩერებით ავცდი, გავნერვიულდი.
- ღმერთო, დავიღალე, ყველა ნორმალურად, მშვიდად დადის, მე უნდა ვიყო ყოველთვის გადარბენებზე!- ავბუზღუნდი გაღიზიანებული.
- ბებო, მე ბაბუ ძალიან მიყვარდა და ვეხუტებოდი!- გადავიდა სხვა თემაზე გაბო.
- როდის ეხუტებოდი გაბო, ბაბუ რომ გარდაიცვალა შენ დაბადებული არ იყავი.
- რომ გარდაიცვალა ხვალ ვეხუტებოდი, ძალიან მიყვარდა! - მითხრა დარწმუნებით. - - გადამრევს ეს ბავშვი!- ჩავიბუზღუნე გულშეწუხებულმა. გაბუკა გაჩუმდა, ცოტა ხანი რაღაცას ფიქრობდა ეტყობა, მერე მომიბრუნდა.
- ვიცი, ბებო ბევრს მუშაობ, წუხდები, დარბიხარ, იღლები, მივლი, კარგი ბებო ხარ! მაგრამ ნეტა არ გეზარება ამდენი სიარული?!