გაბო და თინა
თინას ვაცმევთ. გაბო დასცინის ძუძუები გამოგიჩნდაო.- დებილო! შენც გაქვს ძუძუები! - გაკაპასდა თინა.
- მე არ მაქვს, ბიჭებს ძუძუები არა აქვთ! - ბრაზობს გაბოც.
- აბა აიწიე მაიკა და მანახე!- კატეგორიულად მოსთხოვა თინამ.
გაბომ მაისური აიწია და ჰოი საოცრებავ!
- აი ხომ გითხარი, შენც გაქვს! - გამოაჯავრა თინამ და კმაყოფილი, გამარჯვებული სახით ჩააცივდა. გაბო აბლუკუნდა.
-მე.... მე... მე... ბიჭებს... ბიჭებს... მე მექნება, გოგოებს კიდევ აგეზრდებათ!
- შენც ამოგეზრდება! - მიახალა ნიშნისმოგებით თინამ.
ამ პაექრობამ დიდი ხნის წინანდელი ამბავი გამახსენა. მაშინ....
ჩემი შვილები ტელევიზორს უყურებენ, მანჩო ახლადენაადგმული იყო. აკრობატი თოკზე სალტოებს აკეთებს.შორი კადრიდან ვერ არჩევენ აკრობატი ბიჭია თუ გოგო. უცებ მანუჩარმა წამოიყვირა
- გოგოა, ვერ ხედავთ ბლინჩიკი (ლიფჩიკი) აცვია!
No comments:
Post a Comment