ჩემი ხეები
აი უკვე შინ ვართ მე და თინა. შემოვიხედე გავეცანი მშვიდად სიახლეებს. მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ამ დღეებში და მაინც .....
გუშინწინ თინა დავაძინე და უსაქმოდმყოფმა კროსვორდს და სუდოკს დავუწყე კირკიტი. უცებ გარედან კამათისმსგავსი საუბრის ხმა შემომესმა. მედპერსონალი რაღაცაზე დაობდა, როგორც მივხვდი ყველა ერთ ქალს ესხმოდა თავს . სიმართლე გითხრათ არ მჩვევია მიყურადება, სხვის საუბრებში ჩარევა, მაგრამ როცა გარკვევით მივხვდი, რაღაც ხეზეა საუბარითქო თავი ვერ შევიკავე და გავედი. ერთ-ერთი მედდა ტიროდა მუხის ხე მოჭრესო და სხვები ქოლავდნენ: რა დღეში ხარ, ხე მოჭრეს, ადამიანი ხომ არ მოუკლავთო! ოოოო! ეს თემა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და თავი ვერ შევიკავე. დიდი მონოლოგი გამომივიდა, მაგრამ მთავარია ყველა გავაჩუმე და რაღაცას მივახვედრე
ჩემი ეზო-კარი გარდა ბევრი ღირსებებისა ჭიშკართან მდგარი ორ-სამ საუკუნოვანი ჭადრის ხით და ეზოში ასევე დიდი ხნის წინ დარგული ორი იფნის ხით გამოირჩეოდა. როცა ხობის წყალი ადიდდებოდა და ყველა ეზოში შევარდებოდა, მხოლოდ ჩვენი ეზო იყო მშრალი, მეზობლები იტყოდნენ ფულარიებისას რომ შევიდეს წყალი მაშინ ცუდად იქნება საქმეო. ვინ გითხრათ რომ ხე ცოცხალი არა არის და არაფერი ესმის?! რამდენი რამის მომსწრეები არიან ჩემი ხეები. თაობები გავიზარდეთ ამ ხეების ჩრდილქვეშ. ჩემი შრიალა,რომანტიული ჭადარი, რომელთანაც ბევრი მიჭორავია და ბევრი საიდუმლო გამინდვია და ბევრის მომსწრეა,პირველი ის ეგებებოდა სტუმარს, ყველას აოცებდა თავისი სიდიდით, მედიდურობით, რამდენი ლოცვა-კურთხევა მიგვიღია ჭალიდან მომავალი დასიცხული ადამიანებისგან მის ჩრდილში სულს რომ ითქვმდნენ, მერე დავარწყულებდით ხოლმე. ბავშვები შევგროვდებოდით, ხელებს ჩავჭიდებდით და გარს შემოვერტყმოდით, ვერასოდეს ვხვდებოდით რამდენი ვიყავით საჭირო, რომ ხელები ჩემოგვეჭდო. ვინმე უცნობი მისამართს თუ გვკითხავდა, ჭიშკართან უშველებელი ჭადრის ხე დგასო ვეუბნებოდით, მეტი არაფრის თქმა არ იყო საჭირო და მოდიოდნენ.იფნის ძირში კი მუდამ ტაშ-ფანდური იყო, საქანელები,ჰამაკი, ნარდის თუ ჭადრაკის თამაში, მის ძირში გავშლიდით ბავშვები ადიალებს და ვისვენებდით, საამო იყო, როცა ბორიო დაუბერავდა. და ეს შურდა ერთ მეზობელს. და როცა ჩვენს ოჯახში ცუდი ამბავი მოხდა, ისარგებლა ამით და ამ ხეების ბრალია ყველაფერიო და თავები დააყრევინა. შემდეგ წელს ასევე შეეწირა იმ მეზობლის "კეთილ" რჩევებს ასევე მეზობლის ულამაზესი ნაძვები, იმათაც უბედურება მოჰქონდათ თურმე. სისხლი გამეყინა, როცა ხეების ადგილას სიცარიელე ვნახე, ისინი ჩემი სხეულის, სულის ნაწილები იყვნენ. მრავალტკივილდათმენილს შემრცხვა თორემ იმ დღეს ვიღაცას დავგლიჯავდი. მე იმ დღეს ხელახლა გავასვენე სახლიდან მამა, ძმა, შვილი და მეუღლე. ისინიც სიკვდილამდე ისევე მეტკინება, ისევე ვგლოვობ, როგორც ჩემს უახლოეს მიცვალებულებს. გაგიკვირდეთ, რა ვქნა, ასეა, ასე! ჩემს ხეებს კი არა იმ მეზობლის, ნანულის ნაძვებსაც მივსტირი. აი ასე..... მათთან უფრო მეტი ვისაუბრე, იმდენაც ემოციური იყო ჩემი საუბარი, რომ მუხაზე მგლოვიარე ქალმა გულში ჩამიკრა, ისინი კი დადუმდნენ, მგონი თვალები ცრემლითაც აევსოთ.

ამ ჭადარზე ბევრად დიდი იყო ჩემი ჭადარი და მის ფუღუროში ფუტკრებმაც დაიდეს ერთ წელს ბინა, მერე ისინი ჩემმა ძმამ გამოიყვანა და სკაც გვქონდა სახლში. სურათი რომ არ დამრჩა გული მტკივა. ამათი გამეტება აბა იქნება?!