მადლობა ყველას, ვინც ჩემს ჩანახატებს კითხულობთ, ასევე ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმ შეცდომებისთვის რაც სიჩქარის გამო მეპარება, თავზე ხუთი ბავშვი მადგას და მაჩქარებენ. მე კი მაინც კალმის და ფურცლის მომხრე ვარ:)))
- ბებო ეს სხვა შანგლია?!( შლანგი)- მეკითხება გაბო და პასუხის მოლოდინში მიყურებს. ხმას არ ვცემ.
- ბებო, შემირიგდი?
- არა, გაბო!
- აბა ხელს რომ მკიდებ!
- უნდა დაგბანო!
- ყველანი მაბრაზებთ,სახლში მინდა, უფრო სწორად მარტო მინდა ვიყო!-აჭიჭყინდა გაბო. მეცინება, მაგრამ ხმას მაინც არ ვიღებ. ცოტა ხანში სავახშმოდ დავსხედით, გაბო ვერ ისვენებს.
-მიყვარხარ ბებო, ბოდიში, ძალიან მიყვარხარ! საყვარელი ხარ, ბევრ კარგ სიტყვას გეტყვი, შემირიგდი, მიყვარს შენი კანი!-წარმოთქვა გაბომ გრძნობით და კოცნა დამიწყო. ჩავეხუტე, მოკლედ შევრიგდით. გაბო გახარებულია.
- აბა, ერთხელ რომ თქვი ბებო ცუდიაო?!- დაემანჭა თინა. გაბო შეცბა, დარცხვენილმა შემომხედა, თინას შეუბღვირა.
- ბებო, მიყვარხარ, ხომ შემირიგდი?!
მე და გაბო
გაბომ გამაბრაზა, დამსდევს, მაგრამ არ ვურიგდები. აბაზანაში შემყავს დასაბანად, დუში გაფუჭებული იყო და ახლადდაყენებული უცებ შეამჩნია.- ბებო ეს სხვა შანგლია?!( შლანგი)- მეკითხება გაბო და პასუხის მოლოდინში მიყურებს. ხმას არ ვცემ.