ჩემი ორკვირიანი " მარტვილობა" მარტვილში
. მარტვილმა ძალიან თბილად მიმიღო, მზეც მიღიმოდა. აი, ავირბნე 100 საფეხური და მაღლა, ნისლში გახვეული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ყაძრის დანახვაზე ხმამაღლა წამოვიძახე: "ღრუბლებში ამაღლებულა....." მსგავსი მოწიწება სვეტიცხოველში, ნიკორწმინდასა და თბილისში, შობის სახელობის ზედა ბეთლემის ეკლესიაში განვიცადე. მშობლიურში დავბრუნდი, ტაძარში ლოცვისას კი მარადისობის განცდა დამეუფლა, " ასე იდგნენ და ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები!" გავიფიქრე და თვალების ცეცებით დავით აღმაშენებლის გამზრდელს,
გიორგი ჭყონდიდელს, დავუწყე ძებნა. უფრო მძაფრად შევიგრძნე ორი სულიერი მდგომარეობა, როგორც ორი წერტილი ღმერთსა და წყვდიადს შორის, მიწიერი არსებობის აზრი, თუ რას უნდა ვესწრაფოდეთ ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ძალიან სასაცილო ვიყავი პირველი დღეები, მარტვილის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, მერე კი ყველაფერში გარკვეულმა, მორჩილად, იქაური ტიპიკონით დავიწყე ცხოვრება, ლოცვა. მადლობა მეუფე პეტრეს და იღუმენია დედა თამარს, აქამდე განუცდელის განცდისთვის! მსგავსი ახალი წელი და დაბადების დღე არ მქონია.
04.01. 2015