გაბო ხან დიდია ხან პატარა
გაბო ამ დილით შედარებით კარგ ხასიათზე ადგა.- ცოტა კარგად გამოვიძინე, უბრალოდ ახლა წყალი მჭირდება, ცოტა შემომასხი და მორჩა, გამოვფხიზლდები!- მომმართა გაბომ. გამიხარდა და ხალისით წავედით ბაღში. საღამოს მივაკითხე, გზაზე გაბო მეუბნება.
- ბებო, საჭირო ოთახი მინდა, ჩქარა წავიდეთ!
- გაბო, ყოველდღე ასე გემართება, რატომ არ შედიხარ ბაღის საპირფარეშოში?
- მე იქ არ შევალ!- მიცხადებს გაბრაზებული. პირველი დღიდან ასე იქცევა, ვერ მივხვდი რატომ გაუჩნდა ასეთი პროტესტი. შინ მოსულმა კი გამომიცხადა.
- ბებო გამომიცვალე, ცოტაზე ჩავიფსი!
- რაა, გაბო არ გრცხვენია?!- წამოიძახა გაკვირვებულმა ეთომ. გაბოსგან ასეთ საქციელს მართლაც არ ვართ მიჩვეული.
- რა მოხდა, ჯერ კიდევ პატარა ვარ! - თავი იმართლა გაბომ.