Monday, July 28, 2014
გაბო თავს იმშვიდებს
გაბო აბაზანაში თავს ურტყამს და ტირის.
- გაბო, ასე უაზროდ როგორ დაიხარე, თვალები ვერ გაახილე?!- გავახილე, ბებო, თავი რომ დავარტყი მაშინ! - აბაზანიდან გამოსული გაბო თინამ გამოაჯავრა, დაგინახეო.
- კიდევ კარგი, ბებო, პირსახოცი აფარებული მქონდა!- თავს იმშვიდებს გაბო.
ცხოვრების ფასი
მინდასა და შესაძლებლობას შორის დღეს დიდი ზღვარია. ბევრი რამ მინდა... უკითხავად გამაჩინეს, შევიცანი საწუთრო და ვეკითხები სიცოცხლეს ასე სწრაფად რომ ქროდა მოსვლას, ყოფნას, წასვლას,ნეტა რა აზრი ჰქონდა?! სენტიმენტალიზმი მომეძალა (ამას ასაკიც უწყობს ხელს), რაღაც კიდევ უნდა მეთქვა... უცებ გაბუკას ხმა ჩამესმა: " ბებო მიყვარხარ, თუ ნაყინს მიყიდი კიდევ ბევრი მეყვარები." რეალობაში დავბრუნდი...გამეღიმა, ჩავკოცნე, მივხვდი, რომ ტკივილიან სევდასთან ერთად უფალმა სიხარულიც მიბოძა და რომ ამ სიხარულით ფასობს ცხოვრება. მადლობა ამისთვის უფალს!
გაბო ექიმებზე
შარშანწინ გაბო დიდი სიცხით მივიყვანეთ ინფექციურში.- ბებო, ექიმები ცუდია?!
- არა, გაბო, მოგარჩენენ!
- არ მინდა ნემსი, არ გავიკეთებ! - პროტესტს აცხადებს მოჩლექით გაბო.
- უნდა გაიკეთო, არ გატკენთ! - ეუბნება ახალგაზრდა ექიმი.
- კარგი მაშინ არ მატკინოთ! - გაბომ მართლაც უტირლად დააყენებინა სისტემა. გაბოს კაიკაცობა უცებ მოედო მთელს საავადმყოფოს. შემოდიოდნენ და კითხულობდნენ რომელია ის ვარსკვლავბიჭუნაო?!
შენა ხარ ვარსკვლავბიჭუნა?! - ეკითხება ახალი, მორიგე ექიმი.
- არა, მე გაბო ვარ!- პასუხობს გაბუსული გაბო.
ცოტა ხანში ისევ შემოვიდა ქიმი
- ვაიმე, რა ლამაზი გოგო ყოფილხარ!
- მე გოგო არა ვარ, ბიჭი ვარ და გაბო მქვია! - პასუხობს გაბრაზებული.
როცა მარტო დავრჩით გაბო მომიბრუნდა
- ბებო, ექიმები სულელებია?!
"სექსო"
" სექსო" გამოაჯავრა რომელიღაცა გაბომ. დავტუქსეთ. ცოტა ხანში მოდის და მეკითხება
- ბებო, დედას გეფიცები ცუდი სიტყვაა?!
- გაბუკა ცუდი სიტყვა ისაა ამის წინ რომ თქვი, ხოლო კარგ, მართალ ადამიანს, რომელიც არ იტყუება ფიცი არ სჭირდება.
- კარგი, არ ვიტყვი დედას ვფიცავა
- გაბუკა ცუდი სიტყვა ისაა ამის წინ რომ თქვი, ხოლო კარგ, მართალ ადამიანს, რომელიც არ იტყუება ფიცი არ სჭირდება.
- კარგი, არ ვიტყვი დედას ვფიცავა
უშუქობა
შუქი გამოირთო და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. თამარი ტირის, თბილისში უნდა, ეშინია ტყიდან ნადირები არ შემოცვივდნენ. გაბოს კი თამაში უნდა .
- ბიჭო, სათამაშოდ არ ამოვსულვართ აქ, სულელია ეს ბავშვი!-ყვირის თამარი.
ამასობაში გაბომ ლოგინს ფეხი მიარტყა.- შუქის ბრალია ეს!- ამბობს გამწარებული გაბო. - ყველანი დეგენერატები არიან! - თამარი ისევ იცრემლბა, ეთო სანთლებს ეძებს, გუჯი ასანთებს უკიდებს წარამარა. ეთომ ისიც იკითხა მეორედმოსვლა ხომ არ არისო?! ამან უფრო აღაშფოთა ყველანი. თინა ყველაფერს მშვიდად ადევნებს თვალს.
- აი, ჩემი აიპედი, მოგანათებთ და ყველაფერს დაინახავთ!- წამოიძახა თინამ და გაანათა იქაურობა. ცოტა ხანი უყურა დამფრთხალ თამარს და აღშფოთებულ ბავშვებს, შემდეგ კი მომღიმარმა დაილაპარაკა
- მე არაფრის არ მეშინია, მხოლოდ ნემსის მეშინია! - ეტყობა დღეს გაკეთებული ნემსი ემწარა, თორემ არც მაგის შეეშინდებოდა თინა "ბანდიტკას."
Subscribe to:
Posts (Atom)