გაბო ავტობუსში
ორწლინახევრის გაბუკა და მე ავტობუსით ახლობელთან მივდივართ. გაბო ცუდ ხასიათზეა და ჭიჭყინებს.ავტობუსში სიხალვათე იყო და ბავშვმა ყველას ყურადღება მიიქცია.- რა კარგი ბიჭო ხარ!- მიმართა ვიღაცამ. გაბო ზედ არ უყურებს, თავისი გასაჭირი აქვს. ერთი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა.
- რა გქვია პატარავ?- ჰკითხა მან მოფერებით. გაბო ხარის წელშია დაბადებული, თავი მოსწონს კიდევაც ამით, როცა გაბრაზებულია ხარივით იცის ქვემოდან ამოხედვა და თვალების ბრიალი. გაბომ ახლაც დაბღვერით შეხედა თანამგზავრს და კითხვა შეუბრუნა
- შენ თვითონ რა გქვია?!