კარამელის კამფეტი
2013 წლის 28 აპრილი
კარგი კაცი და კეთილი განზრახვა ყველგან და ყოველთვის ვარგა.რამოდენიმე დღის წინ 66 ნომერ მარშრუტკით მომიწია მგზავრობა. ნახევრად ასული არ ვიყავი, როცა ჩემსკენ გამოწვდილი კანფეტიანი ხელი შევნიშნე, დავიბენი, მძღოლმა მითხრა გამომართვითო. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ამგვარი შემთხვევისთვის თავაზიანი ღიმილი და "სასიამოვნოა", დამავიწყდა.წამიერად დამავიწყდა ჩემი უიღბლო ცხოვრება,კეთილდღეობა, წარსული, აწმყო და მომავალი. როცა აზრზე მოვედი შევამჩნიე ერთ კილომდე კანფეტი ეყარა მინასთან. კითხვაზე ეს რამ მოგაფიქრებინათმეთქი, მიპასუხა, მომბეზრდა ამდენი დაღვრემილი სახეების ყურებაო. იქნებ ვინმემ ამიხსნათ მე რა დამემართა?! ნუთუ ასეთი საოცრების მოხდენა შეუძლია ერთ ცალ კარამელის კამფეტს?! ერთი ვიცი, რომ ხშირად მინდა ვიმგზავრო ასეთი ტრანსპორტით, რომელიც წამიერად დამავიწყებს ყველაფერს და დადებითი ემოციებით ამავსებს.ხალხნო ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი, სიყვარული!