სოფელი
მთელი სოფელი შეძრული იყო მოზარდი, ლამაზი, წესიერი დების ასეთი საშინელი ხვედრით. მიზეზი კი არავინ იცოდა. ჯერ ორი თვის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული მამის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაკვლია და ახლა ეს საშინელება.შეძრწუნებული, დაფრთხალი თვალებით იდგნენ დების ცხედართან უმცროსი ძმები.
- ამათი საცოდაობით არარ ვარ, ვინ უნდა მიხედოს ამათ?- ამოიოხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.
- ნაზი მიხედავს არ არის ურიგო ქალი, თავის საკუთარ ერთ შვილში არ ჰყავდა გამორჩეული ესენი!- თავდაჯერებით წარმოთქვა გვერდითა მეზობელმა
- ვინ ქალო, არაქართველი დედინაცვალი მიხედავს? მეტი არ არის ჩემი მტერი, არც ადრე ახარებდა და აწი ხომ.....
- გაჩუმდით, გეყოთ, ამათ არ ეშველებათ თორემ სხვები დაიზრდებიან! ხმა ჩააკმენდინა შემოსწრებულმა ასაკოვანმა ქალმა ყველას.
- როგორ უვლიდა მაგი მე მკითხეთ!- წამოიძახა ჭირისუფალში მჯდომმა ქალმა, რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა, მაგრამ შემოსწრებული პოლიციელი რომ დაინახა გაჩუმდა.
დაიწყო დაკითხვა, გოგონები რომ თავიანთი ნებით არ იყვნენ შესულნი ტბაში და ვიღაცის ბოროტი ხელი ერია, ამას სხეულზე ძალადობის კვალიც ადასტურებდა. თან მეზობლები ირწმუნებოდნენ არასოდეს უნახავთ ტბის პირას დები. პოლიცია თითქოს ჩიხში მოექცა. გამომძიებელი შეძრწუნებული დადიოდა ეზოში, დაკითხვას ცდილობდა ყოველი იქ მყოფთაგან. ბიჭები შეშინებულები პასუხობდნენ კითხვებზე
- ჰქონდათ თუ არა კონფლიქტი მშობლებს! - დაყვავებით ჰკითხა ერთ-ერთს გამომძიებელმა
- არა! - თავაუწევლად გასცა მოზარდმა პასუხი
- ნუ გეშინია შვილო, თქვი, ხშირად კამათობდნენ, მამაშენი ხშირად გარბოდა სახლიდან, მე არა ერთხელ მომისმენია და მინახავს ეს!- წარმოთქვა ასაკოვანმა მეზობელმა.
- ვის არ უჩხუბია ოჯახში ქალო, ეს რა სალაპარაკოა! - გამოექომაგა დედინაცვალს მეგობარი ქალი.
- აშკარაა, ბავშვებმა რაღაც იციან და მალავენ, ძალიან შეშინებულები ჩანან! - გადაულაპარაკა გამომძიებელმა თანაშემწეს.
- მოდი კიდევ დავკითხოთ ქალბატონი, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ. მორიდებით მივიდნენ ჭირისუფალში მჯდომ, დამწუხრებულ ნაზისთან
- ქალბატონო ნაზი, რა ვქნათ, კი გვეუხერხულება, მაგრამ რა ვქნათ, ცხელ კვალზე იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ. ვინმე მტრები ხომ არ გყავდათ, რამე ისეთს ხომ არ გვეტყვით რაც აქამდე არ გითქვამთ, იქნებ მამის გაუჩინარება და ამ გოგონების სიკვდილი ერთმანეთთან კავშირშია და ერთი ადამიანის გაკეთებულია.
- არა, მტრები არ გვყოლია, ან რატომ უნდა გვყოლოდა, ოჯახში ვის არ უკამათია,ჩვენ არანაირი პრობლემები არ გვქონია, ეს ბაბავშვები ჩემი შვილივით მიყვარს.
- ბავშვებიდ ბიოლოგიურ დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, აკითხავდა ბავშვებს?
- ჩვეულებრივი, ხანდახან ნახულობდა ბავშვებს კი, მას ოჯახი ჰყავს და იქაც შვილები.
- მეუღლის გვერდით საეჭვო ვინმე ხომ არ შეგიმჩნევიათ?
- არა!
- ვიცით რომ არ მუშაობდა, მევალეები ხომ არ აწუხებდნენ, ან ნარკოტიკების მომხმარებელი ხომ არ იყო?
- არა, დალევა უყვარდა უბედურს და ამის გამო კი გვქონდა კამათი!-
- ქალბატონო ნაზი უბედურსო რომ ამბობთ, უშვებთ იმ აზრს, რომ ის უკვე გარდაცვლილია? იქნებ სადღაც გაემგზავრა?
- არა, მე არაფერს არ ვუშვებ, ისე ვთქვი, არაფერი ვიცი მეტი! - წარმოთქვა თავდახრით ქალმა
- მამას შვილებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- ძალიან კარგი, ისე ძალიან მკაცრი იყო, უშლიდა მოკლე კაბებს, ყველგან არ უშვებდა, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია.
- კარგი, ქალბატონო ნაზი, მერე ისევ შეგაწუხებთ, იქნებ რამე გაიხსენოთ.
გამომძიებელი და თანაშემწე ეზოში ჩავიდნენ და ხის ძირში ჩამოსხდნენ. გამომძიებელმა შუბლი მოისრისა
- არ მომწონს ეს ქალი, რაღაცას მალავს, არ მეჩვენება გულწრფელი
- კი, მეც ვფიქრობ რომ ყველანი რაღაცს ფუთავენ.
- მოდი ბავშვების ახლო ნათესავებთან მივიდეთ, საინტერესოა რატომ არ არიან აქ და არ დასტირიან დაღუპულ გოგონებს?
ძალიან ცივად მიიღეს გამომძიებელი ნათესავებმა. არაფერი ვიცით, ვერაფერს გეტყვით, დასატირებლად არც ვფიქრობთ მისვლას, იმ ჯადოქარ ქალს თავიოს ჭკუაზე ჰყავს გადაჯიშებული ეს ბავშვები, მაგის ბრალია ბონდოს (ბავშვების მამის) დაკარგვაო
- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რამეს ეჭვობთ და იცით, ბავშვებმა რა დააშავეს?
- ჩვენ არაფერი ვიციტ, მეტს ვერაფერს გეტყვით, თქვენი საქმეა გამოძიება და გამიძიეთ! - მკვახედ მოიშორეს გამომძიებელი ნათესავბმა.
- ეს რა უბედურებაა, არავინ არაფერი იცის, ესენი იმიტომ არ დასტირიან რომ....მაგრამ თანაშემწის ხმა გამომძიებლის წამოყვირებამ დაფარა.
- არა, სხვა ამბავია აქ, მოდი მეზობლები ისევ სათითაოდ დავიაროთ, არ შეიძლება არავის არაფერი შეემჩნია! მამის გაუჩინარება და გოგონების სიკვდილი ერთ წერტილამდე მიგვიყვანს დარწმუნებული ვარ. დაიწყეს ხელახლა კარდაკარ სიარული. ზოგი რას ამბობდა ზოგი რას. არავის განსაკუთრებული არ უთქვამს, სვამდა, კი კამათობდნენ, არ გვინახავს. მეტი ვერაფერი გაიგეს და ბოლოს მოშორებიტ მცხოვრებ მეზობელს მიადგნენ მანაც იგივე გაიმეორა და ბოლოს
- აბა მეტი რა გითხრათ, ეს გოგოები ხშირად გაბრუებულები დადიოდნენ!
- ამით რისი თქმა გინდათ? რას ნიშნავს გაბრუებულები?
- რამდენჯერ მიკითხავს, გოგონებო ღამე არ გიძინიათმეთქი? - გამომძიებელმა და თანაშემწემ ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს.
- სხვა რამეს ხომ არ გაიხსენებდით, აი დაკარგულ მეზობელზე რას გვეტყვით, როდის ნახეთ ბოლოს?
- იმ ღამეს თორმეტი საათი იქნებოდა შინ რომ შევიდა, და მგონი მერე არც გამოსულა
- რატომ ფიქრობთ რომ არ გამოსულა, ანუ სახლში შევიდა და მერე გაუჩინარდა.
- მე ეგ არ მითქვამს შვილო, გვიან ღამემდე აივანზე ვიჯექი და როცა შინიდან მიდიოდა ყოველთვის ვხედავდი, ჩემი სახლ;ი უნდა გაეარა, იმ ღამით გამოსული არ დამინახავს, იქნებ ჩემი დაწოლის სემდეგ გავიდა სახლიდან
- თქვენ რომელ საათზე დაწექით?
- იქნებოდა ღამის პირველი საათი თუ უფრო გვიან არა.!
- დიდი მადლობა ქალბატონო ვენერა! - გამომძიებელი და თანაშემწე დაემშვიდობნენ მეზობელს და სახლისკენ გაემართნენ
- მგონი რაღაც იმედის მომცემი ძაფი დავიჭირეთ!- მიმართა გამომძიებელმა თანაშემწეს გაუსწორა.