მატას მოლოდინში
გაბო უთენია თვალებს ახელს, იზმორება და ნეტარებით ამბობს
- რა კარგია, დღეს მატა მოვა, მწვადებს შევწვავთ, მაიკროფთს მოგვიტანს, კი გვაქვს მაგრამ უკეთესს მოგვიტანს, ყველაზე კარგი სიმდიდრე დაიმონდია,,ყველაზე ბანძი ზომბია!- ამის თქმა და ისევ ჩაყვინთა. დილით როგორც კი წამოიშალნენ რა თქმა უნდა ყველანი მატას ამოსვლაზე და დისკზე საუბრობდნენ, მოკლედ ჭიშკართან ცქმუტავდნენ
- ნეტა მალე მოვიდეს!- ინატრა გაბომ
- დედას ტელეფონით ველაპარაკე, დღეს არ მოდის!- თქვა დემონსტრაციულად და ამაყად თინამ და საზოგადოებას დამცინავად გადახედა. ყველანი აჭყიპინდნენ, ნირი წაუხდათ ეთოს და გუჯისაც, გაბო ატირდა. უყურა ცოტა ხანი თინამ და მიაყვირა
No comments:
Post a Comment