უწმაწური სიტყვების კორიანტელი
გაბო აღშფოთებული მორბის
-ბებო, თინამ კინაღამ ცუდი სიტყვა თქვა!
- არ მჯერა გაბო, თინა ცუდ სიტყვებს არ ამბობს!- გავიკვირვე მე
- კი, ბებო, იდი ნა ხ-იო!
- ვაიმე, საიდან მოიტანეთ ეს სიტყვა?
- აბა მე რა ვიცი!- თვალები დაჭყიტა გაბომ
- თვითონ "თექსო"მითხრა!- აჭყიპინდა თინა
- გაბო!- ახლა გაბოს ვესროლე განმგმირავი მზერა
- ბებო, მეგობარი მყავს, ყურზე ორი ხალი აქვს და ვუთხარი მოგიტაცებენ და სექსს გაგიკეთებენო, ეს უნდა მეთქვა!- თავი იმართლა გაბომ. ვერ გადამეწყვიტა როგორ დამესაჯა ეს მატრაკვეცები, რომ თინამ მიაყვირა
- გაბომ თქვა იდიოტი, ხომ ცუდი სიტყვაა?!- ჩამეცინა
- რამდენჯერ გამასკდინა გული?!- ამოიოხრა გაბომ
- რამდენჯერ გამასკდინა გული?!- ამოიოხრა გაბომ
- იმაზე ცუდი არა,რაც ადრე თქვით, რასაც ყურს მოჰკრავთ ყველაფერი კი არ უნდა გაიმეოროთ
No comments:
Post a Comment