კომპლიმენტები
გაბო და თინა აიპადზე ზიან- მოდი, ეთოც ზომბობანა ვათამაშოთ და გავახდინოთ ბავშვი!-წინადადება წამოაყენა თინამ
- ხარაჩო!-დაეთანხმა რუსულის კარგად მცოდნე გაბო-წუხელ სიზმარში ავსტრალიაში ვიყავი, დაკომპორთული მანქანა ვნახე!-წაიტრაბახა გაბომ
-აფერისტი ხარ!- დატუქსა თინამ, მერე დედამისს მიმართა- დე, არ გინდა ფული, არ დააგროვო, აიპადის დასატენი ხომ გვაქვს?!
- ჯოჯოხეთში მოხვდები გაბო აფერისტობისთვის!-მკაცრად მიმართა გუჯამ.გაბო მოიბუზა
- გაბო მოდი, ერთად ვითამაშოთ!- დაუტკბა თინა
- ის პონტი ვითამაშოთ თინა!- გაიბადრა გაბო
- შენ ვაჟკაცი ხარ!-ესროლა კომპლიმენტი თინამ
- შენც მაგარი ხარ!- დაუბრუნა გაბომ
- გეძინება, დაწექი!- დაუყვავა ისევ თინამ
- პირდაპირ რომ დავწვები გაგამიარებს ძილი!- წარმოთქვა მიბნედილმა გაბომ
-გაბო, რა საყვარელი ხარ!-გაუღიმა თინამ და ერთმანეთს ჩაეკონნენ
No comments:
Post a Comment