მე ოცი წლის ვარ
-ბებო, შენ ხომ 502 წლის ხარ, მე 30-ის?
- კი, ეთო!
- არაა! ღრიალებს გაბო, ეთო 11 წლისაა, გუჯი 9-ის, ბებო კი 20 წლის, ხომ ბებო?- გაბო დაძაბული ელოდება პასუხს, თვალებს არ მაშორებს. ეთო კიდევ თვალებით მთხოვს მას დავუდასტურო. გაბოს არაფერი ეშლება.
- მართალი ხარ გაბუკა, დამშვიდდი, მართლა 20 წლის ვარ!
- ახლა?!- მიმართა ნიშნისმოგებით გაბომ ეთოს. მეც გახარებული ვარ, ოცი წლის ვარ, მართალია გაბუკა, ოცის ვარ ოცის! მართლა ასეთი განცდა მაქვს და არასოდეს დავბერდები, რადგან გაბოს ასე სურს! გაბოს ვეფერები, ისიც მკოცნის.
-გაბო ამას ჩავწერ ჩემს დღიურში.
- დაწერე, ოღონდ ის არ დაწერო, მაშინ რომ ვთქვი!
- რა გაბუკა?
-აი, "ს"-ზე რომ იწყება!
მივხვდი "სექსი" რომ აწუხებდა, დავამშვიდე, არ დავწერთქო. გაბომ არ იცის, რომ ის ამბავი ქვეყანამ გაიგო, თორემ გასაქცევად მექნებოდა საქმე.
No comments:
Post a Comment