გაბოს თავისუფლება უყვარს
- ბებო ფრჩხილი მტკივა!- წუწუნებს გაბო.-მანახე, წაგაჭრი ცოტას და წარამარა ხელს არ მოიკიდებ!- მთანხმდება, მაგრამ მაკრატელის შეხებისთანავე აღრიალდა.
-ასეთი მტკივნეული არაფერი გამიგონია!
- გაბო,ბოდიში, თუ გატკინე, არ მინდოდა!
-შენ სულ გაპატიებ, რასაც დაგიშავებია გუშინწინუკან და დააშავებ!
-მადლობა გაბო, მიყვარხარ!
ამ დროს გუჯიკო შემოდის ოთახში
- გაბო, შენზე სიზმარი ვნახე!
-რა ნახე?- ეკითხება ინტერესით და მტკივანა ფრჩხილი აღარც ახსოვს.
- ვითომ ცოლი შეირთე, კიდევ შეირთე, კიდევ შეირთე და ყველა გაუშვი!- გაბო გაბადრული უყურებს.
- რა გეცინება, ასჯერ მოიყვან ცოლსთქო არ მითქვამს!- დატუქსა გუჯიკომ.
-ვნახოთ!
- გამაგიჟებს ეს ბავშვი!
- რა კარგია მარტო ცხოვრება, არ მინდა ცოლი!- წარმოთქვა კმაყოფილებით გაბომ.
No comments:
Post a Comment