გაბო ბრაზობს
გაბო გაბრაზებული მოდის და მსაყვედურობს.- გუჯა ჩემზე გაბრაზებულია, მარისთან მე არ მინდა, ეთოს ჩემთან არ უნდა და მე რა ვქნა, ვისთან გავიდე გარეთ, მარტო შეიძლება ვიყო?! გარეთაც იხალისებ, თუ გინდა და არ ხარ გაბრაზებული! - გადის გარეთ და ცოტა ხანში შემოდის.
- ბებო, რა მჭირს ერთი, დილიდან ცოტას ვსვამ წყალს, ღამიდან ბევრს, დამალევინე წყალი! - დაწოლისას დედა მოიკითხა, შეწუხდა დედას უკვე დაუძინიაო.
-არ ვიცოდი დედა არ გამოწვებოდა ( არ ჩამიწვებოდა), თორემ ჩვეულებრივ ჩავეხუტებოდი!
- გაბო, ნუ ჭიჭყინებ!
- კაი, არ ვიტირებ, მაშინ ოთხის ვიყავი რომ ვტიროდი, ნათურას მე ჩაგირთავ, ხომ იცი მაგის მასტერი ვარ!- მითხრა კაცმა და მართლაც პრობლემური ღამის ნათურა ჩამირთო. ღამე ყური ასტკივდა და ტირილი მორთო. ტკივილგამაყუჩებელი მივეცით და ოტიპაქსი ჩავუწვეთეთ, თვითონ ყურსაწმენდი ჩხირი მოითხოვა, ალბათ ჭუჭყიანი მაქვსო და ყური ამოიწმინდა. ამასობაში ტკივილმაც გაუარა და ჩაიძინა.დილით გაღვიძებულმა გამოაცხადა
- მე თვითონ ვუშველე ჩემს თავს, ყური ამოვიწმინდე და მომირჩა!
No comments:
Post a Comment