სეზონი გაიხსნა
აი ისევ წყნეთში ვართ, მატას გადაწყვეტილებით, მეტი ყურადღება აკადემიურ მხარეს რომ დაეთმოს ( რუსულის მასწავლებელი გვყავს სახლში, რათა ენას დაეუფლონ) ერთი აიპედი გვაქვს წელს და უსაშველო რიგის გამო ფაქტიურად არც მიწევს ჯდომა, თან მოუცლელობის გამო უამრავი მარგალიტები მეკარგება. ახლა კი ინტერნეტ კაფეში ვზივარ და...– გაბო პროტესტს აცხადებს
– თინა უნდა გაგავაჩვიოთ აიპოდს, თორემ თვალები უკვე ვარდისფერი აქვს, ახლა მგონი ცოტა დაუცხრა!– თინა გაგულისებული იყურება სარკეში
– სად მაქვს დებილო ვარდისფერი თვალები, თვითონ გაქვს ვაჟბატონო, შენც ჩაიხედე სარკეში!
–ქალბატონო შენ ხარ თუ კარგია თუ კარგია!– ლამის ატირდა გაბო
– ვაჟბატონო სულაც არ არის ცუდი სიტყვა შე დებილო, შედი ახლა ოთახში და იტირე რამდენიც გინდა! – მიახალა თინამ გამარჯვებული იერით.
No comments:
Post a Comment