ეზოში
ბავშვები ეზოში თამაშობენ, ზოგი ფეხშიშველა, ზოგს ზამთრის ფეხსაცმელი აცვია.- თამარ ჩაიცვი ფეხზე!- ეუბნება დედამისი
- მაცალე ჩავიცმევ!- პასუხობს თამარი და თამაშს აგრძელებს
- როდის ჩაიცმევ , მომავალ ცხოვრებაში?
- კი, სამოთხეში!- არ დაიბნა თამარი.
- დე შენ რა გვარი ხარ?- დაინტერესდა თინა
- გულედანი!- პასუხობს ღიმილით დედამისი
- მამა რომ სურგულაძეა, შენ რატომ არ ხარ სურგულაძე, რა ღმერთმა მოგწერა?
- ბებო მე რომ ათი წლის ვიქნები, ეთო რამდენის იქნება?- დაინტერესდა გაბო
- თექვსმეტის! - უპასუხა გუჯამ
- თექვსმეტი წლის ეთო უკვე დედა გახდებოდა? - დაასკვნა გაბომ
- ბებო, დებილია ეს ბავშვი!- არ მოეწონა თინას გაბოს დასკვნა.
- გადამრევენ ესენი! - ბრაზობს ეთო
No comments:
Post a Comment