ჩემი უცნაური სიზმარი თუ ხმა შეუცნობელიდან?!
ასეთი გამონათქვამი არსებობს: "სურათი ათასობით სიტყვად ღირსო!" ზოგიერთი მათგანი რაღაც მესიჯს ატარებს, ზოგიერთი ჩვენს ემოციებსა და განწყობას ინახავს.
ცოტა ხნის წინ სიზმარში ჩემი ყმაწვილქალობისდროინდელი რაღაც ეპიზოდი ვნახე. გამოღვიძებულზე კი მხოლოდ ისღა გამახსენდა, რომ კედელზე ჩამოკიდებულ ჩემს სტუდენტობისდროინლელ სურათს მივჩერებოდი, თითქოს ჩემი ქალიშვილი მიღიმოდა, ეს იყო ფიქრი იმისა, რომ ყოველ ღაწვს ნაოჭი მოელის, სიცილს დაქანცვა, ოცნებას გაცრუება. ადგომისთანავე ალბომს წავავლე ხელი, სადაც სოხუმიდან ცოტაოდენ წამოყოლილ და ცოტაოდენ ნათესავებისაგან შეგროვილ სურათებს მოეყარა თავი. ჩემი მეხსიერების სკივრიდან დიდი ხნის მივიწყებული კადრები გაელვარდა. ხსოვნა საოცარი ფენომენია, მას შეუძლია წამის ერთი გაელვება მარადიული სუნთქვით აცოცხლოს. უკვე წაშლილი საუკუნოდ, ისევ წამომიტივტივდა მეხსიერების სტრიქონებს შორის. სანამ შორეულ წარსულს გადავწვდებოდე მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე თვის წინ ძველი, "მეგობარი" შემხვდა ქუჩაში, დარცხვენილმა მითხრა შენთან მოსვლა მინდაო, რამაც ჩემი აღფრთოვანება ნამდვილად ვერ გამოიწვია, თუ რატომ?!....
თავს არ ვიქებ, მაგრამ მეგობრები უამრავი მყოლია და მყავს, არავინ დამიკარგავს, ვუფრთხილდები ურთიერთობებს და ერთგულებაც უსაზღვროდ შემიძლია, მოკლედ ბოლომდე გავიტანეთ ერთმანეთი ჩემმა სამეგობრომ იმ ერთის გარდა. ის ერთი კი მაშინ ძალიან მომეტმასნა, არავისთვის ვემეტებოდი, ყველას გზას უღობავდა ჩემსკენ მომავლებს, რაღაცეები არ მომწონდა, მაგრამ ვუერთგულე, ყოველნაირად გვერდში ვედექი ხელმოკლე "მეგობარს" ხანდახან გამკენწლავდა უსიამოვნო აზრი, "ნუთუ მიყენებს?!" მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. იყო მეორეც რომელიც ძალიან მიყვარდა და მომწონდა, მოისწრაფოდა ჩემსკენ, მაგრამ ის გასაქანს არ გვაძლევდა, თუ მე და ის გოგო სადმე ერთად დავგეგმავდით წასვლას, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩაეშალა. მე მუდამ პირველის ნებას ვყვებოდი, რის გამოც არაერთხელ დამიჭერია სევდიანი, გულნატკენი გამოხედვა ჩემთან მეგობრობის მოსურნე გოგოსი. ერთხელ საუბარში ვიღაცის უინტელექტობით გაღიზიანებულმა წამოვიძახე
– მისი მაქსიმალური შეხება ლიტერატურასთან ერთი ან ორი წიგნი თუ იქნება!
– არა მხოლოდ მაგისი, ზოგს ერთი წიგნიც არა აქვს წაკითხული! – წარმოთქვა ირონიით. მივხვდი, ვინც იგულისხმა. მახსოვს ერთხელ ქარაგმებით მიმანიშნა "იმის" უარყოფით მხარეებზე, მაგრამ თავი შორს დავიჭირე. თუმცა მოკლე ხანში " მან" დამანახა ვინც იყო, გაშიშვლდა მისი სიბოროტე. მასთან ურთიერთობა დამთავრდა იმით რომ სათქმელი სასაუბრო ტონის ერთი ოქტავის აწევით მივახალე. იმის შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა, არც იმ მეორესთან გაგრძელებულა დიდხანს ურთიერთობა, მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, იყო ომი, ჩემი ტრეგედია და აი ახლაღა შემხვდა ქუჩაში. "არა, ძალიანაც რომ მოისურვოს სახლში ვერ მივიღებ!" - კი არ გავიფიქრე, წარმოვთქვი კატეგორიული ტონით. და აი, ცოტა ხნის წინ ისევ უცნაური სიზმარი მესიზმრა.
თითქოს ერთი შავი არსება ყველგან თან დამსდევს, მაწვალებს, სულს მიხუთავს, რაღაც სისულელეებს მახვევს თავს, ხან უფსკრულში მიპირებს ჩაგდებას, მოკლედ ცხოვრებას მიმწარებს, თითქოს გამოსავალი არ არის და ამ დროს საიდანღაც თეთრი ანგელოზი მეცხადება, რომელმაც ხელი ჰკრა ამ ბოროტს და გამანთავისუფლა. შევხედე, მადლობა უნდა მეთქვა, ხელით მანიშნა, არ გინდაო, "რა ნაცნობი თვალები და გამოხედვა აქვს!" - ამის გაფიქრება და ის მაღლა, მაღლა აიწია და ღრუბლებს მიეფარა. გამოვიღვიძე, ცხადშიც გამომყვა ის სიმძიმე და განწყობა რაც სიზმარში განვიცადე, მერე ის ნაცნობი თვალები გამახსენდა და დავმშვიდდი. "ჰოი საოცრებავ, ეს ხომ იმისი გამოხედვა და თვალებია! " - ამის გაფიქრება და ბლოკნოტს ვეცი, მივრეკ–მოვრეკე და მივაკვლიე მისამართს. მეორე დღესვე გავეშურე იმ მისამართზე. ზარი კანკალით დავრეკე, კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო და შემიპატიჟა. დამეხვივნენ იქაურები, დიდი თუ პატარა, თამრიკო დეიდა თქვენა ხართო?! გაოცებულმა ვიკითხე, საიდან იცითთქო! - თან თვალებით "იმას" ვეძებდი. დედა ძალიან ბევრს გვიყვებოდა თქვენზე, სურათებიც გვაქვს, ძალიან უყვარდით, ამბობდა საოცრად კარგი ადამიანიაო, ბევრად არ შეცვლილხართ, ახლაც მომხიბვლელი ხართ! - მითხრა მეორემ. მე ეს სიტყვები სადღაც შორიდან მესმოდა. "რატომ წარსულში?!" - გავიფიქრე დაზაფრულმა. ამასობაში მისაღებ ოთახში შევედით. თვალი კედელზე ჩამოკიდებულ, გადიდებულ სურათს ვკიდე და ყველაფერს მივხვდი. ხმა ჩამიწყდა, ოთახი საშინელი დუმილით დაიმუხტა. მაპატიეთქო წამოვიძახე და გარეთ გავვარდი. " და მე ავტირდი ვით მეფე ლირი! - აღმომხდა ხმამაღლა და ამდენუბედურებაგამოვლილი ქალი იქვე მწარედ ავზლუქუნდი.
P.S.
ადამიანური ყოფის საიდუმლოებით მოცულ პროცესში, რომლის დროსაც ერთი იქცევა კაენად, მეორე– აბელად, ერთის გული ივსება ღვარძლითა და სიკეთისადმი სიძულვილით, მეორისა კი– სათნოებითა და დაუშრეტელი სიყვარულით,– რა თქმა უნდა, თავისუფალი ნება გადამწყვეტ როლს ასრულებს.

No comments:
Post a Comment