გაბო და თინა
გაბო და თინა ბჭობენ, თუ რა არის სექსი
- სექსი არის როცა ტუჩებში კოცნიან!- უმტკიცებს თინას გაბო
- არა, სექსია, როცა შიშვლები არიან!- თავდაჯერებით ამბობს თინა.
უცებ თინა დედამისს ეკითხება რა გვარი ხარო? როცა პასუხად მიიღო გულედანიო, პროტესტი გამოხატა.
- რატომ არ ხარ სურგულაძე, მამა ხომ არის და შენ რა ღმერთმა მოგწერა?!
- კბილი უნდა ამოვიღო, ბევრი ფული მექნება!- თქვა უცებ თავდაჯერებით თინამ. ნეტა საიდან მიხვდა, რომ კბილები ყველას სჭირდება და სტომატოლოგს ყოველთვის ექნება სამუშაო, ჭკვიანია თინა. გაბომ ტოლი არ დაუდო
- მე სახლები უნდა ავაშენო და ძაღლი უნდა მეყოლოს!
-ძაღლს ჩვენ გავზარდავთ ხომ!- უპასუხა გახარებულმა თინამ
- კი, სახლს ავუშენებთ და გავზარდავთ!
-დე, ვარდი იყიდე!- რატომღაც ვარდი მოუნდა თინას
- რად გინდა?
-ისე, ლამაზია!- პასუხობს თინა. იცის თინა მატრაბაზმა სილამაზის და ფულის ფასი.
- დაიძინეთ!- ვეუბნები მე
- არა, წამოძინებული ვარ დილით, გვიან დავწვები!
- დებილო, გვიანია, დაწექი!- უწყრება თინა.

No comments:
Post a Comment