გაბოს საფიქრალი
გაბო გაბრაზებული მომვარდა
- ბებო ყველაზე გაბრაზებული ვარ, მათხოვარი გავხდები, მარტო შენ მოგცემ ფულს, ყველამ თავის თავს მიხედოს!
- ვინ გაგაბრაზა გაბო, რა ხდება?
- ყველამ, დედამ ოთახიდან გამომაგდო, ხვალ ბაღში არ მინდა , რაღაც ტვინი მაქვს გაბუჟებული! ისე მუშა უნდა გამოვიდე და სახლი მინდა ავაშენო, კარებს გავუკეთებ და თქვენთან მოვალ!- მოვეფერე და დავამშვიდე
-ბებო, შენ სანამ დაბერდები ცოლს მოიყვან?
- შენ გინდა რომ მე გავთხოვდე?
- კი და ბევრი შვილები უნდა გეყოლოს!
- კარგი, გაბო ასე მოვიქცევი, წავალ მასთან და იქ ვიცხოვრებ!- გაბოს რაღაც არ მოეწონა
- გამხდარია, ბებერია, წვერიანია? - დამაყარა კითხვები
- ბებერი არ არის და არც წვერიანი!
- მაშინ არ უნდა გიყვარდეს, თუ ჩვენთან ადგილი არ არის, შვილები მას დაუტოვე, შენ აქ იყავი ჩემთან!
- ასე არ შეიძლება გაბო, თუ მათხოვებ მასთან ერთად უნდა ვიცხოვრო!
- არა, შენ დედა იქნები და ყველგან იგივე იქნება, შენ გააკეთებ ყველაფერს! არა, არ მოიყვანო ცოლი, იმეგობრე მაინც, მთელ სამყაროზე კარგი ბებია ხარ და როგორ უნდა გაგიშვა!
- კარგი, გაბო, მოვილაპარაკეთ, შენთან ვრჩები!- გაბომ გაიხარა და ჩამეკონა. მე რვეული ავიღე და ღიმილით ჩვენი დიალოგის წერა დავიწყე, რომ არ დამვიწყებოდა.
No comments:
Post a Comment