გაბო მამოწმებს
გაბო და გუჯი წაკამათდნენ, გუჯი ბრაზობს, პლასტელინით გაკეთებული ჭიქა გამიფუჭაო.- ორი წელია არ გახმულა პლასტელინი, ორი წელია დაძველებულია და კიდევ ინახავს ეს დებილი?- არ ეპუება გაბო, მოკლედ დასცხეს ერთმანეთს.
- ბებო, არ მინდა ამ სახლში ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა, ფული უნდა რომ წავიდე!
-მე მარტო მტოვებ გაბო?!- აღვშფოთდი მე
-მარტო შენთან მინდა ცხოვრება, კარგი, დავრჩები შენთან და ეთოსთან, აბა რა ვქნა ფული არა მაქვს!- უფულობამ გვიხსნა და გაბო შინ დაგვიტოვა. ცოტა ხანში მეკითხება რამდენ დღეშია ჩემი დაბადების დღეო? დავუთვალე
-ჰოდა, მატას ვეტყვი, რომ ლეგო მიყიდოს!
-რატომ მაინცდამაინც მატამ?
- იმიტომ რომ მატას ბევრი ფული აქვს, აბა სხვა ვინ მიყიდის?!- "გამიასნა" ჭკუის კოლოფმა. ცოტა ხნის შემდეგ კომპიუტერთან დაჯდა, მე კი კინოს ჩავუჯექი. მეგონა თამაშებში იყო ჩართული, უცებ მომვარდა და მეკითხება
- შენ რაღაც ცუდს ხომ არ უყურებ?
- რატომ, რა ხდება გაბო?
- მგონი ტუჩებში კოცნიან, ხმა მომესმა! - ეკრანს ჩააცივდა და როცა დარწმუნდა უხამსი კადრები არ იყო, ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა. აი ასეთი აზიატია ჩემი გაბო, ის მკაცრად მაკონტროლებს, მე კი
შიშით ფეხი ვეღარსად გამიდგამს და გათხოვებაზე ხომ ფიქრიც ზედმეტია.
No comments:
Post a Comment