ჩემი "სამსახიობო" კადრები GDS-ში ფილმი "ტიფლისი"
18 09 2014ყოველთვის ვოცნებობდი მსახიობობაზე, სიყმაწვილეში მქონდა მონაცემები, იყო შემოთავაზება და მოწონებები, მაგრამ ჩემი სურვილი ტრადიციებს და მამას ამ პროფესიისადმი მკაცრ, შეუწყალებელ დამოკიდებულებას შეეწირა. და აი ჩემი ცხოვრების შემოდგომისას შემომთავაზეს ფილმ "ტიფლისში" ჯგუფურ გადაღებებზე მიმეღო მონაწილეობა, ცდუნებას ვერ გავუძელი და დავთანხმდი. რამოდენიმე დღე დავდიოდი, დილიდან დაღამებამდე ვიღებდით ერთ კადრს, ვიღლებოდი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი, შევიძინე ახალი მეგობრები და ისიც გავიგე თუ რა რთული ყოფილა მშობლებისგან უარყოფილი ჩემი საოცნებო პროფესია, ჰონორარი ჩემი საჟურნალისტო მოგვაწეობის დროს ბევრჯერ მიმიღია, მაგრამ სულ სხვა იყო გადაღებებზე სამჯერ აღებული ჰონორარი, დასახარჯად მენანებოდა. აი კადრს მიღმა გადაღებული ფოტოები:
No comments:
Post a Comment