"მიყვარხარ"
სიძულვილი ძალიან მძიმე ტვირთია, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის სიძულვილში გავატაროთ.სიყვარული საკმაოდ ფართო მცნებაა! რა არ იმალება ამ სიტყვის მიღმა.სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა.ზრუნვა უსიყვარულოდ- უშედეგოა, პასუხისმგებლობა
უსიყვარულოდ-სიფრთხილეა. სამართლიანობა უსიყვარულოდ-გულქვაობაა. მეგობრობა უსიყვარულოდ - მლიქვნელობაა.
ამ დღეებში ქალიშვილმა მითხრა არ იყავი მაინცდამაინც თბილი დედა, არ მახსოვს გეთქვას "მიყვარხარო". სხვათაშორის ხშირად მსაყვედურობენ ორივენი, მოკლედ ერთი, მეორეს არ ჩამოუვარდება. გული დამწყდა. მე ჩემი შეხედულება მაქვს ამ საკითხზე, ანუ არის თუ არა საჭირო ახლა მოდად შემოსული "მიყვარხარ" წამდაუწუმ უმეორო შვილს ან პირიქით. რა ხდება დღეს?! დედა შეცვალა ძიძამ, ბებიამ...
ძიძა სადილს უმზადებს ბავშვს, აჭმევს, ბანს, ამეცადინებს, ასეირნებს, აძინებს, ბავშვი დედის გვერდითაც კი არ წევს. რა დარჩენია დედას თუ არა ის, რომ ხშირად უმეოროს მიყვარხარო. ჩვენს დროს კი ასე არ იყო, ჩვენ, ჩამოწერილი, ანუ ჩარეცხილი თაობა სხვაგვარად გამოვხატავდით შვილებისადმი სიყვარულს. ამიხსენით ჩემი თაობის ხალხმა სიყვარული საქმემ უნდა გამოაჩინოს თუ სიტყვამ? მე საქმით დავამტკიცე, რომ შვილები უზომოდ მიყვარდნენ. სხვათაშორის მარტოკამ გავზარდე და არც მეცალა ხშირი მოფერებისთვის. დღეს სიყვარულის დეფიციტია და იქნებ ამიტომაც უნდა ვიმეოროთ ხშირად "მიყვარხარ".არ ვიცი, მომაწოდეთ თქვენი შეხედულებები. 29.04 2013
No comments:
Post a Comment