გაბომ გამაოცა
გაბოს არა ერთხელ გავუკვირვებივარ, მაგრამ ის რაც მან გუშინ მკითხა მართლა გამაოგნებელი იყო.
საღამოს კომპიუტერთან ვზივართ, უცებ მომიბრუნდა
- ბებო, მანჩო ძიას სიკვდილი ვინ გადაგატანინა? - იმდენად მოულოდნელი იყო და დაუჯერებელი, რომ კითხვა უამრავჯერ შევუბრუნე, იქნებ სხვა რამე იგულისხმათქო.
- ბებო, ვერ გაიგე? ვინ გადაგატანინა მანჩოს სიკვდილი, ვინ გადაგატანინა, ჩვენ?- დამიკონკრეტა გაბომ. რა უნდა მეპასუხა, ჰოთქო ვუთხარი.
- ჩვენ გეუბნებოდით გადაიტანეო?!
- არა, გაბო, მაგრამ ძალიან შემიყვარდით და ყურადღება თქვენზე გადავიტანე!- ჩამეხუტა. მერე მეუბნება სანამ შენ არ დაწვები არ დავიძინებ, სანამ დედები არ დაწვებიან მე არ დავიძინებ, თუ გინდა რომ არ ვიჭყიპინო, არ დამაწოლინე!
- ეგ როგორ, ვინ დედებზე ლაპარაკობ?
No comments:
Post a Comment