მე და მაია
მე და მაიკოს ბევრი საინტერესო რამ გვაქვს გასახსენებელი. ამ სურათმა კი ერთი შემთხვევა გამახსენა. მაშინ სოხუმში ვცხოვრობდით ბედნიერად, მართლაც ოქროს წლები იყო. ერთ დღეს სენაკში წავედით ახლობლის გასვენებაზე. შემოგვაღამდა. ხან ავტობუსით, ხან დიდი კამაზით მოვაღწიეთ ოჩამჩირემდე. ვდგევართ სიბნელეში გაჩერებაზე და ვნერვიულობთ. უცებ ვიღაც თავხედი ბიჭები მოგვიახლოვდნენ, ვერაფრით ვერ მოვიშორეთ, აბეზრებმა შეშინებაც დაგვიწყეს, სადღაც გვეპატიჟებოდნენ. რაღაც უნდა გვეღონა. უცებ ჩვენს წინ მდგარ სახლისკენ გავიხედე და ყვირილი ავტეხე, გუჯა სად ხარ ამდენი ხანი, გამოდითქო, მაიკოც ამყვა, ეტყობა სმას შეჰყვა და ჩვენ აქ გვაწუხებენო. ამის თქმა იყო და ბიჭებმა ბოდიში დაიკოებო, მივდივართო და გაგვეცალნენ. ჩვენც ამოვისუნთქეთ. ჩვენდაბედად ავტობუსიც მალე გამოჩნდა. როცა შინ მისულებმა გუჯას მოვუყევით ეს ამბავი, იხუმრა ხედავთ, ისევ მე გიშველეთო.
No comments:
Post a Comment