გაბო კაცთამკვლელი არ არის
დღეს სახლში ჯარზე ჩამოვარდა საუბარი, გაბოს ვეუბნებით რომ თვითონაც მოუწევს წასვლა, მოიბუზა- რა მინდა ჯარში, რა რუსეთები გვიტევენ?
- არა, გაბო, რომ გაიზრდები მაშინ წახვალ, ყველა ვაჟკაცმა უნდა მოიხადოს ჯარი!- ვუხსნი მე. გაბო მაინც უკმაყოფილოა, ცოტა ხანში აზლუქუნებული აეკრა კედელს
- რა მოხდა გაბო?
- თურმე ჯარში ადამიანები უნდა მოკლა, მე ვერ მოვკლავ, არ მინდა ჯარი!
- ვინ გითხრა გაბო!
- ეთომ! - ეთო დავტუქსეთ, გაბუკა ძალიან მგრძნობიარე და კაცთმოყვარეა მასთან ძალიან სიფრთხილეა საჭირო ასეთ თემებზე საუბრისას. დავუყვავეთ, ვესაუბრეთ, მოვეფერეთ, ბოლომდე მაინც ვერ მოხასიათდა, თბილისობაზე კი წავიდა.
No comments:
Post a Comment