პატრიარქთან
2013 წლის მარტი
"ჭეშმარიტი სიმშვიდე არის მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთსა და ადამიანს შორის ჰარმონიული ურთიერთობაა"! ამ ფიქრებმა გამიელვა, როცა პატრიარქის სახეს შევხედე.
მქონდა ბედნიერება პატრიარქთან არაერთხელ შეხვედრისა, შვილგარდაცვლილ დედებს განსაკუთრებით გვაგრძნობინებს თავისი გულის სითბოს, მისაუბრია მასთან, მიმირთმევია ჩემი ხელით ნახელავი ( ნაქარგი თეთრი ქალაქი, იერუსალიმის გამოსახულებით), მაგრამ ის, რაც შარშან მასთან შეხვედრისას განვიცადე, რაღაც სხვა იყო, შთამბეჭდავი და განუმეორებელი. ჩვენ სამნი ვიყავით: მე ლელა და ერთი ახლობელი. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, მან დაწვრილებით გამოგვკითხა მე და ლელას სოხუმის ამბები, ჩემი ტრეგედიის შესახებ, პრობლემებზეც, მაშინდელი აფხაზეთის სულიერ სიღარიბეზეც ბევრი ვისაუბრეთ და დაბრუნების იმედიც ჩაგვისახა. საუბარი ისე თბილად და საინტერესოდ წარიმართა, რომ ერთმანეთი არ გვეთმობოდა. მერე დაგვლოცა სათითაოდ, ლელას წარმატებები უსურვა დაწყებულ საქმიანობაში, ცოტა ხანს დამელოდეთო და გავიდა. მაშინ ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი საქმისთვის სასწრაფოდ მჭირდებოდა გარკვეული თანხა და ჰოი საოცრებავ! პატრიარქმა სამივეს სათითაოდ ის თანხა დაგვაკავა ხელში რაც მე მჭირდებოდა. გავოგნდი, ბევრჯერ მსმენია მისი უწმინდესობის ინტუიციის შესახებ, მაგრამ.... "რაოდენ უბრალოა ხანდახან სასწაული"! გავიფიქრე და ლამის ცრემლები წამსკდა. ლელა კი მართლა აატირა პატრიარქის სითბომ და ყურადღებამ. ლელაზე მალე გადმოვიდა დიდი მადლი.
არსებობს გამონათქვამი " სურათი ათასობით სიტყვად ღირსო!" ზოგიერთი მათგანი რაღაც მესიჯს ატარებს, ზოგიერთი ჩვენს ემოციებსა და განწყობას ინახავს. აი ისინიც, ჩემთვის ძვირფასი სურათები:
ლელა აცნობს თავის ხედვებს
No comments:
Post a Comment