უცნობი მოგონებები
ნორმალურ ახალშობილს აქვს ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი და ამ ჩანასახის ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების, დახვეწის შესაძლებლობაც."სწორი არზრდით ჩამოყალიბებული ზნეობა. სრულქმნილი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ თუთაშხია, იმ კაცთაგანია, რომელნიც სრულქმნილებასთან ყველაზე ახლოს არიან."
გარდაცვლილი შვილის გახსენებისას დედა ყოველთვის მის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს. ძალიან ხშირად სევდიანი ფიქრებით ვბრუნდები წარსულში, თვალს ვავლებ მანუჩარ გულედანის ბავშვობას, ყმაწვილკაცობის ეპიზოდებს და მისგან წყენას, გულისტკივილს ვერ ვიხსენებ. სამივე შვილი განურჩევლად მიყვარდა, მაგრამ მანჩო ის სითბო იყო, რომლითაც მყუდრო ვიყავი, ის სინათლე იყო, რომლის წყალობით კაშკაშებდა ჩემი წუთისოფელი, მეამაყებოდა ასეთი შვილი, რომელსაც ყველაფერი კარგად გამოსდიოდა.
მანჩო არ იყო ზედმეტად მოლაპარაკე, თავისთავზე კი საერთოდ არ საუბრობდა. რამდენი დაგვიტოვა მოსაგონრად და რამდენი რამ კიდევ არ ვიცით მის შესახებ. ახლახან მანჩოს საუკეთესო მეგობარი, ირაკლი მებონია დაოჯახდა ( უნდა აღვნიშნო, რომ ირაკლიმ დიდი ტრავმა მიიღო მანჩოს გარდაცვალებით, მან და დედამისმა, ქალბატონმა მაყვალამ, თავიანთი განცდები საგაზეთო სტატიებში გამოხატეს). როცა ლელა მისალოცად მივიდა ოჯახში რა თქმა უნდა სასაუბრო თემა მანჩო იყო. ოჯახის თითოეულ წევრს საოცრად უყვარდა ჩემი შვილი. მაყვალა ( ირაკლის დედა) იტყოდა ხოლმე, მანჩო რომ შემოდის სახლში კედლებიც იცინიანო. საუბარში დედ-მამის მოგონებები.
ირაკლის დედა:
"სოხუმის დაცემის დღეებში აეროპორტში ერთმანეთს რომ შევხვდით, გახსოვთ ალბათ თუ როგორ ვიწვალეთ, ვერ ვახერებდით თვითმფრინავში ჩასხდომას. მე ვწუხდი დედაჩემის გამო, რომელმაც სოხუმში დარჩენა არჩია და არაფრით არ გამომყვა, უკან ვერ მივბრუნდებოდი, რადგან ის რაიონი უკვე ძალიან საშიში იყო. მეორე დღეს მანჩომ მითხრა: " მაყვალა დეიდა, დამშვიდდით, მე ვინახულე დედათქვენი და კარგად არისო."
ირაკლის მამა:
"ერთ წვიმიან ამინდში მანქანა ღრმა ტალახიან ორმოში ჩამივარდა, მუხლებამდე იყო ტყლაპო და ვერაფერს ვახერხებდი. უცებ ვიღაც მაღალი, ლამაზი ბიჭი გამოჩნდა, შარვალი აიკაპიწა, შეაბოტა იმ ტალახში და მანქანა ამომაყვანინა. როცა ვკითხე ვინა ხარ შვილოთქო, ელგუჯა გულედანის ბიჭი ვარო, მიპასუხა."
ეს რომ გავიგე გავოგნდი (თუმცა მანჩოსგან გასაკვირი არაფერი იყო), როგორ მოახერხა, იმ გაგანია ომში მაყვალას დედის მონახულება ისე, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგეთ. მანჩომ შიში არ იცოდა. ყოველთვის მეშინოდა მისი ამაყი, უშიშარი ბუნების გამო, სიკვდილი კი სულ სხვა მხრიდან მოგვეპარა.
.........................................................................................
...........................................................................................
ჩვიდმეტი წლის იმდენს გასწვდი, იმდენ სიბრძნეს აფრქვევდი,
მიწიერი აღარ იყავ, მაღლა ზეცად ახვედი....
მარეხ ბაღიშვილი
ო, რამხელა გაიზარდა, დამშვენდა და ისიც როგორ!
ამ ზრდილობით სავსე სვანთან, ჯვარს ვიწერო- უთქვამს გოგოს!
შენ გეტრფოდა აგრე რიგად, ფერიების გუნდი მანჩო!
დღეს კი სად ხარ ბედის გრიგალს ლამის ვეცე და მივახრჩო!
................... ამირიდონ ჩეგიანი
No comments:
Post a Comment