მადლიერი მეზობელი
- თამრი, რა კაცი გვეზრდება, რა გაუბედია, მანქანა გადაგვირჩინა ოჯახს, წარმოგიდგენია?!
- ეს როგორ ეთო, როდის მოხდა?
- გუშინ, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ თურმე, ვიღაც ორ ქურდს ჩვენი მანქანის კარი გაუღია და უნდა დაექოქათ, მანჩო მიმხვდარა ყველაფერს, მივარდნილა და გადმოუსვია, როგორ მოახერხა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგას შემოვევლე, ან როგორ გაბედა თორმეტი წლის ბიჭმა ასეთი მოქმედება, გაოგნებული ვარ- - ჩამომირაკრაკა ეთერიმ. მეც გავოგნდი, მაგრამ მაინც და მაინც გამიკვირდაო არა, ის დაბადებიდან უშიშარი და რაინდი იყო.
- თამრი, არაფერი მოუყოლია?- დამეკითხა ჩაფიქრებულს ეთერი - ან როგორ დაემორჩილნენ ის ოხრები?
- არა, ეთო, არაფერი მოუყოლია, მისგან მსგავს საქციელებს სხვებისგან ვგებულობთ, არჩვევია შინ ასეთი ამბების მოყოლა.
- კარგი ახლა წავალ, მერე მოვალ მოგვიანებით ვნახავ,მაგას შემოვევლე!
საღამოს, მანჩო როცა შინ მობრუნდა, შევეკითხე მომხდარის შესახებ, რატომ არაფერი გვითხარი, ან როგორ გაბედეთქო?
- დე, არაფერი იყო მოსაყოლი, და როცა მართალი ხარ საშიშიც არაფერია
- ამისთანა რა უთხარი იმ ქურდებს, რომ გადმოყარე, რით შეაშინე?- დავეკითხე გაკვირვებულმა
- რა უნდა მეთქვა, მანქანა ჩემი ახლობლის არის და გადმოდითმეთქი, მეტი არაფერი! - მიპასუხა ღიმილით. ჩავეკონე, რა უნდა მეთქვა,მსგავსი არაფერი გაბედოთქო?!
მე მისთვის დავრჩი, რომ ხსოვნას შენსას
სიკვდილის ხელი არ მივაკარო,
ცოტა ხანს დავრჩე, როგორც ჭურჭელი,
ადაც შენ კიდევ ხარ შენახული."
"არც ყველა ქვირთს უწერია თევზად გახდომა, არც რკო ყოველი გამხდარა მუხა!" როცა ადამიანს თავისი უპირატესობა და სიმართლე უყოყმანოდ სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება გაბედულია.
ერთ ზაფხულის საღამოს შინ ვსაქმიანობდი, კარზე ვიღაცის გაბმული ზარი გაისმა, კარები გავაღე და უზომოდ აღელვებულ და გახარებულ, მეზობელ, ეთერ ქაჯაიას შემოვუძეხი ოთახში. ეთერი ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარი, აფხაზეთის გამოჩენილი ინტელიგენციის წარმომადგენელი, დოცენტი, ჩემი კათედრის გამგეც იყო.
- თამრი, მადლობა უნდა გითხრათ, სად არის მანულა? (მანჩოს მოფერებით მანულას ეძახდა).
- მანჩო სკოლის ეზოში კალათბურთს თამაშობს, რა მოხდა, რისთვის იხდი მადლობას ეთო?- ვკითხე გაკვირვებულმა.ერთ ზაფხულის საღამოს შინ ვსაქმიანობდი, კარზე ვიღაცის გაბმული ზარი გაისმა, კარები გავაღე და უზომოდ აღელვებულ და გახარებულ, მეზობელ, ეთერ ქაჯაიას შემოვუძეხი ოთახში. ეთერი ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარი, აფხაზეთის გამოჩენილი ინტელიგენციის წარმომადგენელი, დოცენტი, ჩემი კათედრის გამგეც იყო.
- თამრი, მადლობა უნდა გითხრათ, სად არის მანულა? (მანჩოს მოფერებით მანულას ეძახდა).
- თამრი, რა კაცი გვეზრდება, რა გაუბედია, მანქანა გადაგვირჩინა ოჯახს, წარმოგიდგენია?!
- ეს როგორ ეთო, როდის მოხდა?
- გუშინ, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ თურმე, ვიღაც ორ ქურდს ჩვენი მანქანის კარი გაუღია და უნდა დაექოქათ, მანჩო მიმხვდარა ყველაფერს, მივარდნილა და გადმოუსვია, როგორ მოახერხა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგას შემოვევლე, ან როგორ გაბედა თორმეტი წლის ბიჭმა ასეთი მოქმედება, გაოგნებული ვარ- - ჩამომირაკრაკა ეთერიმ. მეც გავოგნდი, მაგრამ მაინც და მაინც გამიკვირდაო არა, ის დაბადებიდან უშიშარი და რაინდი იყო.
- თამრი, არაფერი მოუყოლია?- დამეკითხა ჩაფიქრებულს ეთერი - ან როგორ დაემორჩილნენ ის ოხრები?
- არა, ეთო, არაფერი მოუყოლია, მისგან მსგავს საქციელებს სხვებისგან ვგებულობთ, არჩვევია შინ ასეთი ამბების მოყოლა.
- კარგი ახლა წავალ, მერე მოვალ მოგვიანებით ვნახავ,მაგას შემოვევლე!
საღამოს, მანჩო როცა შინ მობრუნდა, შევეკითხე მომხდარის შესახებ, რატომ არაფერი გვითხარი, ან როგორ გაბედეთქო?
- დე, არაფერი იყო მოსაყოლი, და როცა მართალი ხარ საშიშიც არაფერია
- ამისთანა რა უთხარი იმ ქურდებს, რომ გადმოყარე, რით შეაშინე?- დავეკითხე გაკვირვებულმა
- რა უნდა მეთქვა, მანქანა ჩემი ახლობლის არის და გადმოდითმეთქი, მეტი არაფერი! - მიპასუხა ღიმილით. ჩავეკონე, რა უნდა მეთქვა,მსგავსი არაფერი გაბედოთქო?!
მე მისთვის დავრჩი, რომ ხსოვნას შენსას
სიკვდილის ხელი არ მივაკარო,
ცოტა ხანს დავრჩე, როგორც ჭურჭელი,
ადაც შენ კიდევ ხარ შენახული."
No comments:
Post a Comment