Friday, August 1, 2014

                                              ჩემი საყრდენი წერტილები

დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ საყრდენ წერტილად წარსული კი არა მომავალი დამესახა, აი ისინიც:
 


                                                                   ეთო

ჭკვიანი, გულისხმიერი, თბილი, გაჭირვებაში საიმედო საყრდენი.
-  ბებო მიყვარხარ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და არასოდეს მიგატოვებ!
უყვარს:
მეგობრები, ეზოში თამაში, ცხოველები, ბაუნტი, ნაყინი
განსხვავებული ნიშანი:
 სახეზე თვალთან ახლოს აქვს პატარაობისას ძაღლის ნაკბენისგან დარჩენილი შრამი.
ნაკლი:
არის ბუტია და ზარმაცუკა.



                                       
            გუჯა

მეოცნებე, დარდიანი, ჭკვიანი, კირკიტა, ოჯახში ცენზურას ვეძახით. არასოდეს გეტყვის მიყვარხარო.
- ბებო შენ რამდენი წლის ხარ და როდის გარდაიცვლები?
 უყვარს:
ეზო, მეგობრები, ფეხბურთის თამაში, ნაყინი, ბურბუშეკა, სნიკერსი.
განსხვავებული ნიშანი:
ზურგზე და ყურზე აქვს ხალები და თავზე ორი გვირგვინი.
ნაკლი:
არის ბუზღუნა და ცოტა უტაქტო.



                                                             გაბო

ღვთის საჩუქარი,ჭკვიანი, გონიერი, უთბილესი, მოსიყვარულე, დაკვირვებული, რომელმაც ყველაფერი იცის. ხშირად ხმარობს ჯადოსნურ სიტყვებს: მიყვარხარ, ბოდიში, მადლობა.კარგად იცის ადამიანების შეცნობა.
- ბებო, ძალიან მიყვარხარ, ჩემი საჩუქარი ხარ!
უყვარს: ეზო, თამაში, მანქანები, ნაყინი, სნიკერსი, ჩიპსი.
განსხვავებული ნიშანი:
ორი ლამაზი ხალი მუცელზე.
ნაკლი:
ხარის რქები აქვს და ჩემს მტერს თუ გირქინა.




                                                        თამარი

კეთილი, გონიერი, თბილი, მოსიყვარულე, გულისხმიერი, მასაც არ ავიწყდება ჯადოსნური სიტყვები: მიყვარხარ, ბოდიში, მადლობა.
- ბებო, მიყვარხარ და არ მინდა მოკვდე, თოვლის ბაბუს უნდა ვთხოვო, რო არ მოკვდე!
უყვარს:
 დედა, ბავშვები, საჩუქრები, სიურპრიზები,ხატვა, ცურვა, მუსიკა, შოკოლადის ნაყინი, კინდერი.
განსხვავებული ნიშანი: ლამაზი ხალი ცხვირთან და ტუჩთან.
ნაკლი:
ჭამაში პრეტენზიული და მშიშარა.




                                                                  თინა

უჭკვიანესი, მოხერხებული, მოგვრილი, ანცი, ყოველთვის იცის რა უნდა.
-ბებო, მიყვარხარ, ჩემთან ხომ დაწვები?!
უყვარს:
აიპედი, საზამთრო, ბურბუშელა, ჩიფსი.
განსხვავებული ნიშანი:
კისერთან აქვს ხალი.
ნაკლი:
ჯიუტი, ეშმაკუნა, სხვებს შეუჩხიკინებს თვითონ წარბსაც რომ არ შეიხრის ისე.






2 comments: