Friday, August 1, 2014

                                                        გუჯა

  გუჯიკომ ენა როგორც კი აიდგა ლელა უნგაო (უნდაო) გაჰყვიროდა. ცოტა რომ წამოიზარდა თავის მოსახელე ბაბუათი დაინტერესდა. კარგი ბაბუს მოსახელე ხარო რომ ეუბნებოდნენ, უხაროდა. ეთო თავს იწონებს, ბაბუ კარგად მახსოვსო. გუჯის უამრავი კითხვები აწუხებს. ბაბუა რატომ გარდაიცვალა?  თვითონ როდის დაიბადა? ერთ დღეს მეკითხება
- ბებო, ბაბუ რვა აპრილს გარდაიცვალა?
- ჰო, გუჯიკო!
- მე ცხრა აპრილს დავიბადე ხომ ბებო?! ესე იგი ბაბუმ ვერ მნახა?
- სამწუხაროდ ვერ გნახა გუჯიკო, ისე, ძალიან უნდოდა ენახე მაგრამ...
- ბებო, დედიკოს მუცელში რომ ვიჯექი ბაბუამ ერთხელ მაინც არ აკოცა დედას მუცელზე?!
- კი, გუჯიკო, მოუთმენლად გელოდებოდა და კოცნასაც გიგზავნიდა.






No comments:

Post a Comment