თამარის პროტესტი.
თამარი ზის ხის ძირში და ტელეფონით ერთობა. ჯერ თინა ეუერთდა მერე გაბო.- ცოტა გაიწიე, თავზე რომ მაჯდები სკამი კი არა ვარ, საერთოდ რას შემომეხვიეთ, თითქოს ეკლესია ვიყო!- მიმართა მწყრალად თამარმა საზოგადოებას.
- ეკლესიას თუ დაანგრევ, დაგსჯის!- შეაშინა თამარი გაბომ. თამარმა შეუბღვირა.
- მოიტანოს მალე ბატიბუტი მაინც მატამ!- გაახსენდა ბატიბუტი გაბოს.
- ბატიბუტი არ მოიტანს, ზღვას მერე!- იმედი გადაუწურა თინამ.
- ლაპარაკი არ იცის ამ ბავშმა!- გაღიზიანდა თამარი.
როდის წავდივართ ზღვაზე?- იკითხა თინამ.
- ზეგის ხვალ! - გააგებინა გაბომ.
- ბებო, რა სისულელეებს ლაპარაკობენ, მომშორდნენ!- ბრაზობს თამარი.
- თინა აჭიჭყინდა ტელეფონი მათხოვოსო, თამარი ცოცხალი თავით არ აძლევს.
- თამარ, ათხოვე ცოტა ხნით!- მივმართე თამარს.
-არა ბებო, არ მივცემ, დებილი ბავშვია!
- ასე რატომ ლაპარაკობ თინაზე, ის ხომ შენი დაა!
- კარგი იყო ამის გამო რომ მკეტავდნენ ოთახში?! სულაც არ მებრალება, ასე მოუხდება!
- შენ თვითონ მოგიხდება!- ბღავის თინა
- იტირე, იტირე, ძალიან კარგი!
- შენ იტირე თუ კარგია!- გამოაჯავრა თამარი თინამ.
-თვითონ არასოდეს ვებრალები, ამ დებილი ბავშვის გამო ხუთიათასჯერ დამსაჯეს!
- თამარ ხუთიათასი დღე არც არის გასული რაც მოევლინე ქვეყნიერებას, რატომ აზვიადებ?!-
- ეგრე ითქმევა ბებო, გამოთქმაა ასეთი!
არწივისავით მგლიჯავს ყველაფერს ხელიდან, რატომ დაიბადა კატის წელიწადში, ეგ იქნებოდა თევზი, ყველანი ძაღლის წელში ვართ დაბადებული და ეგ უნდა იყოს კატა?!
No comments:
Post a Comment