გაბო თანამიგრძნობს
სამზარეულოში ვფუსფუსებ...- ბებო, ამოდი მაღლა, ფეხი ვიტკინე და ცალი ფეხით დავხტივარ!
- გაბო, მეც მტკივა ფეხი, არ ვარ კარგად, კინაღამ მდუღარე გადავისხი! - გაბო მორბის ჩემთან, მეფერება.
- მანახე რომელი ფეხი გეტკინა?! გაკოცებ, ხელიც ხომ არ გტკივა კიდევ?- ხელსაც მისინჯავს გაბო.
- ჰო, გაბუკა, ხელიც მტკივა!
- ისე, ეს ამბავი, შენ რომ იტკინე, მე მაღლა (ზედა სართულზე) მითხრეს!
- ჩემო ბაკაკუნა რამდენი ხანია არ გიმღერია, მიმღერე გენაცვალე და ყველაფერი გამივლის!
- ბებო მე გავიზარდე, დიდი ვარ!- მითხრა გაბომ და გაიქცა. მოკლედ რამდენჯერაც ვთხოვთ გაბოს იმღერეო, პასუხი ერთი აქვს: "უკვე პატარა აღარა ვარ." აი პატარა გაბო როგორ მღეროდა, გადადით ლინკით.
No comments:
Post a Comment