შეხვედრა ოცდახუთი წლის შემდეგ
ხუთი ივნისის საღამოს რვა საათის შემდეგ ფეისბუქით ზარი შემოვიდა მარინა ხატიაშვილისგან, რომელსაც ამერიკიდან თბილისში ჩამოეყვანა თავისი ოთხმოცდაშვიდი წლის მამა და ქალიშვილი, პრობლემები შემექმნა შვილი კლინიკაში მეწვინა ჯამრთელობის პრობლემების გამო, ხვალ უკვე მივფრინავ და ვერ მოვახერხე შენი ნახვაო. გავგიჟდი, რა გამაჩერებდა! გავიგე რომელ სასტუმროში იმყოფებოდა და შეხვედრა მშრალ ხიდთან მდებარე კაფე :ტიფლისში" დავთქვით. წყნეთიდან სწრაფად დავეშვი ტაქსით, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. როგორც იქნა ვიპოვეთ ერთმანეთი, თბილი, მონატრებული შეხვედრის შემდეგ, ერთმანეთს ჩვენი ამბები გავუზიარეთ, მან თავისი მითხრა, მე - ჩემი. ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა იმ ბედნიერი წლების შემდეგ. მინდა მოგითხროთ მარინას ლამაზი სიყვარულის ისტორია.
მარინა ხატიაშვილი კარგი, განათლებული ოჯახის შვილია, მან და მისმა ძმამ მაშინ რუსეთში "მიმო" და თუ არ მეშლება "იმო" დაამთავრეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ იყო იოლი მაშინ იქ მოხვედრა, თუ ღირსეული არ იყავი. საოცრად ნიჭიერები და ერუდირებულები იყვნენ და ძმა. მარინამ პრაქტიკებზე ერთი კარგი ამერიკელი, ძალიან განათლებული, თუ არ მეშლება სოციოლოგი, სამხედრო მრინავი, მრავალმხრივ განათლებული და ნიჭიერი, სპორტული აგებულების ბიჭი გაიცნო, რომელსაც ის ძალიან შეუყვარდა, არც მარინა დარჩენილა გულგრილი, მაგრამ დედ-მამის ნებას დაჰყვა და სოხუმში დაბრუნდა. ბევრ ბიჭს მოსწონდა საცოლედ, ბევრ სადედამთილოს სარძლოდ, გედივით ლამაზი, მსუბუქი, მაღალი ინტელექის, ლექტორი გოგო, მაგრამ მარინა თავს იკავებდა. ჩვენ კათედრაზე ყველამ ვიცოდით სკოტის არსებობა, ვეკითხებოდით რას ფიქრობო, მარინა გვპასუხობდა: ჩემები წინააღმდეგნი არიან ასე შორს ვერ გაგიშვებთო და ალბათ აზრი არა აქვს მის ჩამოსვლასო. ერთ დღესაც მარინა გაღიმებული მოვიდა კათედრაზე სკოტი ჩამოვიდაო. სიმართლე გითხრათ თავდაპირველად გულმა რეჩხი მიყო, ვაითუ წაყვესთქო. სკოტი კი ასე მოიქცა, დედ-მამას გაეცნო, სთხოვა უარი უცებვე არ ეთქვათ, გვერდით ბინა დაიქირავა ერთი თვით, გავიცნოთ ერთმანეთი,მერე ვისაუბროთ, მიყვარს თქვენი ქალიშვილი, ვეცდები ბედნიერი იყოს ჩემს გვერდითო შეჰპირდა და დაელოდა. გადიოდა დღეები, ჩვენ ერთად დავდიოდით ქუჩებში, ხან კაფეებში ვისხედით , ხან ერთმანეთთან დავდიოდით, ყველანი მოვიხიბლეთ სკოტის ადამიანობით, შეხედულებით, განათლებით, ის სამხედრო მფრინავიც იყო. მიიწურა დათქმული ერთი თვე და მარინამ დილით ფეხი შემოდგა თუ არა სამსახურში ხელზე გაკეთებულმა ბეჭედმა თვალი მომჭრა. უცებვე მივხვდი, გადაწყვიტეთქო? კიო, მიპასუხა სიხარულით.მათ მშობლების კურთხევა მოიპოვეს. მერე იყო ნიშნობის სუფრა, სადაც სკოტმა სადღეგრძელოებით, საქართველოს ისტორიის და ლიტერატურის ცოდნით ყველა გაგვაოცა. მერე კი წავიდა მომავალი სასიძო სამშობლოში, მარინაც გააცნო მშობლებს. მოგვიანებით ჩამოვიდა, ყველაფერი ტრადიციისამებრ გრძელდებოდა, ნიშნობის შემდეგ ხელი მოაწერს და ქორწილიც დაინიშნა. თბილისში, სასტუმრო ივერიაში ლამაზი ქორწილი გადაიხადეს. მე და ჩემი მეუღლეც ჩამოსულები ვიყავით. ვინ თქვა, რომ წესიერებას არ აქცევენ ყურადღებას?! დღეს რომ ლამის სირცხვილი გახდა ქალიშვილობის ინსტიტუტი. არ ვიცი, მარინა არ მიწყენს ალბათ, სკოტმა ქვეყანას მოსდო, შინაურებსაც უთხრა, რომ მან ოცდახუთი წლის, ბიჭთან გაუვლელი ქალიშვილი შეირთო ცოლად და თვითმრინავზე ხელშიატატებული აიყვანა. საოცრად კარგი ოჯახი შექმნეს, ეყოლათ ტყუპი ქალიშვილები. ურთიერთობაში ამდენი ხნის მანძილზე ჩავარდნა არ ჰქონიათ. მარინამ და სკოტმა სოხუმის დაცემამდე ჯერ მარინას დედა წაიყვანეს ნიუ-იორკში, მერე მამა. დედას უკურნებელი სენი შეეყარა და იქ დაასაფლავეს. ოთხმოცდაშვიდი წლის მამა კი მათთან ცხოვრობს. მარინას თქმით, მამამისს სკოტი ძალიან უყვარს, მათ საოცრად კარგი ურთიერთობა აქვთ. მამამისი, ნიუიორკის სახლს მშობლიურ სახლად აღიქვამს და ეს ვისი დამსახურებაა თუ არა სკოტის?! რა მინდა იცით ვთქვა! ბევრი ვერ დაიტრაბახებს ასეთ ოჯახურ იდილიას და სიმყარეს? ეს გადაიღეთ....ეს! და დაბალფასიან შოუებში ჩვენი ვარსკვლავური "ბომონდის" დამოძღვრა არავის სჭირდება. სხვა რომ დამოძღვრო შენ თვითონ უნდა წარმოადგენდე სამაგალითოს. ერთიც მინდა ვთქვა.
როცა მარინა ამერიკელს გაჰყვა ბევრმა ყურები ჩამოყარა, გული დაწყდათ, რა გოგო აგვაწკაპნაოო, ეს რა დაგვემართა წუხდნენ სადედამთილოები. სკოტმა ღირსეულად, ტრადიციების უდიდესი პატივისცემით, ადამიანობით, დამსახურებლად მოიპოვა მარინას და მისი ოჯახის სიყვარული. მიყვარს ჩემი მარინა და ამერიკელი სიძე.
ცოლ-ქმარი თავიანთი ტყუპებით ხელში
ცოლ-ქმარი თავიანთი ტყუპებით ხელში
მარინა და სკოტი მარინას მამასთან ერთად
ერთ-ერთი ქალიშვილის კოლეჯისს დამთავრების დღე
No comments:
Post a Comment