შეხვედრა წარსულთან
ორი დღეა დამძიმებული დავდივარ... გადავწყვიტე გამეხმოვანებინა მიზეზი.
ორი დღის წინ ადრე "ახლობელ," სოხუმელ, თვრამეტ- ცხრამეტი წლის უნახავ ქალს შევხვდი მარშუტკაში. აღფრთოვანდა ჩემი დანახვით, ემოციები გადმოაფქვია, მგზავრობის ფულიც გადამიხადა ჩასვლისას, მაგრამ ყველაფერ ამაზე ჩემი პასუხი ჩუმი სიცივე იყო, რადგან მე მისი და მისი ოჯახის დანახვა არ მინდა, რატომ? - იმიტომ, რომ მწარედ მატკინეს გული, ვერ დაგვაზარალეს, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ყველაზე ღირებულს, ღირსებას, შეეხო მათი საქციელი. თავად დევნილებს, ათასი მაქინაციებით, ყვლეფით ნაშოვნი ფულით ნაყიდი ბინებით, დაჩებით, თექვსმეტათასიან თუ ოცდათხუტმეთათასიან მანქანებით უზრუნველყოფილებს თავი პრივილეგირებულებად წარმოედგინათ და დევნილებს უარყოფდნენ, " მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა!".... მათი დაცემის , მრავალი სიდუხჭირის მიზეზი, მათი გაუნათლებლობაა. მოლას ოხუნჯობანი გამახსენდა, აბანოში რომ შიშველმა მეფემ ჰკითხა: "ჩემი ფასი მითხარიო,"- ორი თუ სამი შეკელი!- უთხრა მგონი მოლამ. აღშფოთებულმა მეფემ წამოიძახა: "ეს ხომ ჩემი პირსახოცის ფასიაო!"- მეც სწორედ მაგაზე გითხარიო! - მიუგო მოლამ. ისინიც ტანსაცმლით აფასებდნენ ადამიანებს და მოლა კარგი მშემფასებელი იქნებოდა მათი. დღეს უსახლკაროდ, უარაფროდ დარჩენილები და ბევრი სხვა უბედურებების გადამკიდენი, ძლივს შესახლდნენ დევნილთა კორპუსში, არადა ადრე დევნილთა კორპუსები ესირცხვილებოდათ. საოცარია ცხოვრება... განგება ვის რას უმზადებს არავინ იცის! მთავარია, ადამიანებად დავრჩეთ, მაწყევარი არ გავიჩინოთ. მე მათი დაცემა ნამდვილად არ გამხარებია, უფრო მეტიც, გაჭირვებაში მყოფთ, ჩემი ოჯახის წევრი დაეხმარა კიდეც. კარგად ვიცი, ცნობილი სიმღერისა არ იყოს ეს ცხოვრება კიბე რომ არის და ზოგი ჩადის და ზოგი რომ ამოდის და აღმართს რომ დაღმართი მოჰყვება ესეც ჭეშმარიტებაა. ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, მატერიალურ სილაღეში რომ ჰგონიათ ამოხდებათ სული და მარად აღმართზე წარმოუდგენიათ თავი და ზემოდან იყურებიან. ჭკვიანი კაცი ღმერთს ეხვეწება, იმდენი ფული მომეცი, რომ არ გამაფუჭოსო! მაკედონელი ამობრუნებული ხელებით გაასვენეს, რათა ყველას ენახა, იმქვეყნად რომ არაფერი მიგვაქვს. იქ არ გვკითხავენ რა ფირმის მანქანაზე ვიჯექით, რა ზიზილ-პიპილები გვეცვა, რა დელიკატესები ჩავხეთქეთ, პარკერის ფირმის, ოქროს კალმით ვწერდით თუ ოცთეთრიანი პასტით ვაწერდით ხელს, მთავარია შინაარში და ის, თუ რას აწერდი ხელს. სიკეთემ უნდა გადაწონოს ცოდვა-მადლი. ამ წერილის მიზანი არ არის მათი ან ვინმეს გაკილვა, არა და არა, მე ის ადამიანი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს წაიკითხოს, თავისი თავი ამოიცნოს და იქნებ არ იყოს გვიან და მოინანიოს ბევრი რამ...
მთავარი, იმან კი არ დამამძიმა, რომ შევხვდი და მტკივნეული წარსული დამიდგა თვალწინ. არა, გამაოგნა ფარისევლობამ, მისმა ცრუ, ემოციურმა შეხვედრამ, არ მეგონა, თუ ასე ვუყვარდით! ასეთი ადამიანები კი, როცა დასჭირდები კარებს უტიფრად მოგიკაკუნებენ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, არ მესმის როგორ შეუძლიათ ასე! ბავშვობიდან ვერ ვიტან მატყუარა, ფარისეველ, აფერისტ, ყოყლოჩინა ადამიანებს, ისინი კი ასეთები არიან. არაფერი გამიკვირდება მრავალტკივილდათმენილ სოხუმელ ქალს, ყველაზე ღირებული ადამიანური ურთიერთობებია, არც ჩემს ოქროს წლებში ვყოფილვარ მატერიალურზე ჩაწიკლული, ვინც იცნობს ჩვენს ოჯახს დამეთანხმებიან. თითქოს თავის ქება გამომდის არა?! არც მე ვარ ანგელოზი, ჩვეულებრივი ქალი ვარ ყოველდღიური ცოდვებით, არც იმის ილუზია მაქვს, რომ სამოთხეში გარანტირებული პირველი კლასის კუპეთი შემაგრიალებენ, იქნებ არც საერთო ვაგონით და არც ურმითაც მომიწიოს მგზავრობამ, მაგრამ ის ვიცი, რომ სიბოროტეს არ ჩავდივარ. ადამიანის მოკვდინება მარტო ტყვიას კი არ შეუძლია, სიტყვით და საქმით მოკვდინება უფრო საშინელებაა.
გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთმანეთთან თანადგომით უფრო ადვილია ცხოვრების გატანა, დუმბაძის არ იყოს ჩვენ ხომ ძმები ვართ ერთი მზის ქვეშ დაბადებულნი და გაზრდილნი!
ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილია და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას , რომ კარგად დააჩნდეს!

ჩვენ ჩეგეტში, კარგი დრო იყო!

No comments:
Post a Comment