მე წყნეთში
წყნეთში ყოფნისას თამუნამ ფოტოშოპი მოაწყო, მას ეს კარგად გამოსდის, მეც დამაფიქსირა წიგნით ხელში. როცა წიგნს ვიღებ ხელში რომის პაპის ცნობილი ფრაზა "deus le volt" მახსენდება. მართლაც მახვილივით მიჭირავს წიგნი, ვიბრძვი, დავსდევ ბავშვებს, ხელში წიგნს ვაჩეჩებ წაიკითხეთთქო მაგრამ.... გულსატკენია, რომ წიგნი, ხელოვნება კარგავს თავის მრევლს. ტელევიზიას, ვიდეოტექნიკას დღეს კომპიუტერი მიემატა და გვართმევს მკითხველს, მსმენელს. ჩემებში მარტო მე არ გამოვდგები მისაბაძად, კი მიჭირავს ეს წიგნი, მაგრამ რა.... დიდ სიბნელეში ოდნავ მოკიაფე სანთელივით ვარ ალბათ. ნეტა რა ხერხებსა და საშუალებებს უნდა მივმართოთ, რომ თუნდათ დროებით მაინც მოვწყვიტოთ ინტერდამოკიდებული მოზარდები კომპიუტერს და წიგნისკენ გავახედოთ. როგორი რთული გახდა დღეს შვილების ხასიათსა და შეხედულებში ოდნავი კორექციის შეტანაც კი. იქნებ არ არის სანერვიულო?! ეტყობა ჩამოვრჩი, რა ვქნა მე აწი ვერაფერი გამომასწორებს, მე ჩემს თავს წიგნის თაობაში გაზრდილს ვეძახი.
No comments:
Post a Comment