გაბო თავს იმშვიდებს
გაბო აბაზანაში თავს ურტყამს და ტირის.
- გაბო, ასე უაზროდ როგორ დაიხარე, თვალები ვერ გაახილე?!- გავახილე, ბებო, თავი რომ დავარტყი მაშინ! - აბაზანიდან გამოსული გაბო თინამ გამოაჯავრა, დაგინახეო.
- კიდევ კარგი, ბებო, პირსახოცი აფარებული მქონდა!- თავს იმშვიდებს გაბო.
ცხოვრების ფასი
მინდასა და შესაძლებლობას შორის დღეს დიდი ზღვარია. ბევრი რამ მინდა... უკითხავად გამაჩინეს, შევიცანი საწუთრო და ვეკითხები სიცოცხლეს ასე სწრაფად რომ ქროდა მოსვლას, ყოფნას, წასვლას,ნეტა რა აზრი ჰქონდა?! სენტიმენტალიზმი მომეძალა (ამას ასაკიც უწყობს ხელს), რაღაც კიდევ უნდა მეთქვა... უცებ გაბუკას ხმა ჩამესმა: " ბებო მიყვარხარ, თუ ნაყინს მიყიდი კიდევ ბევრი მეყვარები." რეალობაში დავბრუნდი...გამეღიმა, ჩავკოცნე, მივხვდი, რომ ტკივილიან სევდასთან ერთად უფალმა სიხარულიც მიბოძა და რომ ამ სიხარულით ფასობს ცხოვრება. მადლობა ამისთვის უფალს!
No comments:
Post a Comment